"უნდოს გამოქვაბულმა შეიძლება დიდი აღმოჩენების წინაშე დაგვაყენოს"
"უნდოს გამოქვაბულმა შეიძლება დიდი აღმოჩენების წინაშე დაგვაყენოს"
"ეს გახლდათ 90 მეტრამდე სიგრძის ჰორიზონტალური გამოქვაბული, რომლის შუაგულში მოულოდნელად მივადექით უფსკრულს - 50 მეტრამდე სიღრმის ჭას"

მართალია, გამოქვაბულების როლი კაცობრიობის ისტორიის შესწავლაში უდიდესია, მაგრამ მათგან მაინც იშვიათია ისეთი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურ ძეგლად იქცა. ასეთია ჭიათურის სოფელ ვაჭევის უნდოს მღვიმე, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა. არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა ამ იდუმალი მღვიმის კარი პირველმა შეაღო და იქ, სხვა არქეოლოგიურ ნაშთებთან ერთად, აღმოაჩინა თითქმის 200 ათასი წლის წინანდელი მხატვრობის
ნიმუში, კედელზე ამოკაწრული ხელებაწეული კაცუნა, რომელიც სადღაც მიექანება.

ნიკა თუშაბრამიშვილი:


- ამ რამდენიმე წლის წინ ვაჭეველმა კაცმა მითხრა, უნდოს მღვიმეში რაღაც საინტერესო უნდა იყოს და ნახეო. თოკები მოვიბით და კლდეზე ავცოცდით. იოლი მისასვლელი ნამდვილად არ იყო, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე ერთი მღვიმის კარიდან მეორეში გადავედით.
ეს გახლდათ დაახლოებით 90 მეტრი სიგრძის ჰორიზონტალური გამოქვაბული, რომლის შუაგულში მოულოდნელად მივადექით უფსკრულს - დაახლოებით 50 მეტრამდე სიღრმის ჭას (11-სართულიანი სახლის სიმაღლის). იქ ჩასვლას ვერ შევძლებდით, ამიტომ ჭაში თოკებით ჩავეშვით. იქაურობის ნახვა ნამდვილად ღირდა, იქ ადამიანისა და ცხოველების ნაშთები დამხვდა - უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა.

- ადამიანისა და ცხოველის ძვლები ერთად იყო?

- დიახ. თანაც მას შემდეგ გადაყრილი, რაც ისინი დაიხოცნენ (დღეს უკვე არსებობს ამის გარკვევის საშუალება). ცხოველთა ძვლების ისრაელში შესწავლისას დადგინდა, რომ ეს მონადირებული ცხოველები იყვნენ, მაგალითად, ირმები. ძნელი დასადგენია, ჭაში ამ ცხოველებთან ერთად ადამიანები როგორ მოხვდნენ.

მღვიმის შრეებში დალექილია ადამიანთა საყოფაცხოვრებო ნივთების კვალი ქვის ხანიდან დღემდე (ქვის შუბის ტარებით დაწყებული, კერამიკის ჭურჭლით დამთავრებული). ანუ აქ კაცობრიობის ყველა თაობის კვალია და არა მარტო ეს - უნდოს მღვიმის კედელზე ესპანელ მეცნიერთან ერთად აღმოვაჩინეთ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი მხატვრობის ნიმუში. ესპანელებს გამოქვაბულების მხატვრობის შესწავლაში დიდი გამოცდილება აქვთ და, როგორც კი კედელს ფარანი მივანათეთ, მაშინვე თქვეს, აქ ნახატიაო. მართალია, ნახატი მხოლოდ 7 სანტიმეტრისაა და უკვე სანახევროდ ჩამორეცხილიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ პრიმიტიულ ფიგურაში ადამიანის განწყობა ჩანს - ხელებაწეული კაცუნა სადღაც მიექანება.

უნდოს კლდეში სხვა მღვიმეებიც არის და ამ ადგილს საფუძვლიანად შესწავლა სჭირდება. შედეგად მივიღებთ უნიკალურ სურათს, თუ რა გზა გაიარა ადამიანმა ქვის ხანიდან დღემდე, როგორ იცხოვრა ათასწლეულებიდან ათასწლეულებამდე, როგორ იცვლებოდა მისი ყოფა და სულიერება. ასე რომ, უნდოს გამოქვაბულმა შეიძლება დიდი აღმოჩენების წინაშე დაგვაყენოს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები