"არ შევურიგდები არცერთი კომპანიისგან უპასუხისმგებლობას" - კალაძე "სითი პარკს" ხელშეკრულებას უუქმებს - კვირის პალიტრა

"არ შევურიგდები არცერთი კომპანიისგან უპასუხისმგებლობას" - კალაძე "სითი პარკს" ხელშეკრულებას უუქმებს

"მივიღეთ გადაწყვეტილება "სითი პარკთან" ხელშეკრულება გავაუქმოთ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან" - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, მერიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

"არ შევურიგდები არცერთი კომპანიისგან უპასუხისმგებლობას" - განაცხადა მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

იხილეთ ასევე: რა ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ?