"ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი ამბობს "კარბურატორშიკს" და შეურაცხმყოფელია, როცა..." - კვირის პალიტრა

"ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი ამბობს "კარბურატორშიკს" და შეურაცხმყოფელია, როცა..."

"ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი ამბობს "კარბურატორშიკს" და შეურაცხმყოფელია, როცა საელჩოში მიგვიწვევენ და ელჩი თავს ვალდებულად არ თვლის, ქართული ენის თარჯიმანი დაგვახვედროს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გლობალური პრობლემაა და უნდა მოგვარდეს.

"ხშირად გამოვხატავ გულისტკივილს და მინდა ახლა ვთქვა. ჩემთვის ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი "კარბურატორშიკს" ამბობს, მაგრამ როცა საელჩოში, ოფიციალურ შეხვედრაზე მიდის მეგობრობის ჯგუფი, იქ იმ ქვეყნის ელჩი ვალდებულად არ თვლის თავს ქართულის თარჯიმანი დაგვახვედროს და შეხვედრა ქართულ ენაზე წარიმართოს, ჩემთვის, როგორც კანონმდებლისთვის და როგორც სტუმრისთვის არის შეურაცხყოფა. მინდა ასეთ გლობალურ საკითხებს მივაქციოთ ყურადღება. მე ვარ ჩემი ენის გულშემატკივარი, ვიცი რა განძსაც ვფლობთ და ამ განძის სწორად დაფასებაში გვერდით დაგიდგებით", - მიმართა ენძელა მაჭავარიანმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს.

იქვე დეპუტატმა აბრევიატურების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერმინ "შშმ-ს თქმა ამ დრომდე უჭირს.

"ვფიქრობ, აბრევიატურით მიმართვას ქართული ენა არ ითავსებს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"