კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი"  მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ის თანამშრომლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელეს თუ არა მათთან გაზგაყვანილობის შემოწმება.

უცნობი პირები კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით მომხმარებლებს აგრეთვე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3 -ს დეტექტორების მონტაჟს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ
ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს. ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე, მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის 24-საათიან ცხელ ხაზზე 2404004.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის
უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3- ს დეტექტორების მონტაჟს", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები