კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს - კვირის პალიტრა

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ის თანამშრომლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელეს თუ არა მათთან გაზგაყვანილობის შემოწმება.

უცნობი პირები კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით მომხმარებლებს აგრეთვე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3 -ს დეტექტორების მონტაჟს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს. ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე, მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის 24-საათიან ცხელ ხაზზე 2404004.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3- ს დეტექტორების მონტაჟს", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"