"საძელეს" საბაგირო იშვიათად ირთვება,ზვავსაშიშროების გამო - რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა გუდაურის საბაგირო ? - კვირის პალიტრა

"საძელეს" საბაგირო იშვიათად ირთვება,ზვავსაშიშროების გამო - რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა გუდაურის საბაგირო ?

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ავარია გუდაურში საბაგირო "საძელეზე", დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.

"საძელე" გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე ყველაზე მაღალი წერტილია და ზღვის დონიდან 3279 მეტრზე მდებარეობს. როგორც ცნობილია, საძელეს საბაგირო იშვიათადაა ჩართული, რადგან ტერიტორიაზე ხშირია ზვავსაშიშროების საფრთხე.

რაც შეეხება თავად საბაგიროს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის "Doppelmayr"-ის მიერ არის დამონტაჟებული. ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია The Doppelmayr/Garaventa Group საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელია. იგი 1892 წელს დააარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს 92 ქვეყანაში 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული, ფილიალებიკი მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს.

განაგრეთ კითხვა