სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ზესტაფონში სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია. მისი მდგომარება შედარებით მძიმე იყო. გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას ფეხი აქვს მოტეხილი

ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ის ლიანდაგზე გადავიდა, რა დროსად მატარებელი დაეჯახა. ზესტაფონის ორ კლინიკაში სულ 8 მგზავრი მოათავსეს, რომელთაგან სამი უკვე გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობას ამ დრომდე გადიან.

"ინტერპესნიუსი"