"მფრინავი ხალიჩები, ჩქარა!"
"მფრინავი ხალიჩები, ჩქარა!"
ჩვენი ბლიცინტერვიუსთვის, რომელსაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში მხოლოდ ქალბატონებისთვის ვატარებ, სწორედ ეს შეკითხვა დავსვი: "რომელს აირჩევდით ამ ჯადოსნური სამეულიდან - ჯადოსნურ სუფრას, მფრინავ ხალიჩას თუ უჩინმაჩინის ქუდს?

"ერთი ის გამაგებინა, შინ სამი მუტრუკი რას აკეთებს!"

მარიკა, როგორც თვითონ თქვა, იძულებით დიასახლისი, რადგან სახლში სამი კაცი ჰყავს მოსავლელი.
- რა გადასარევი შემოთავაზებაა! მფრინავი ხალიჩა არ მინდა, ისედაც კარგად დავფრინავ... აი, თუ ჯადოსნურ სუფრას ავირჩევ, მუდმივად გაშლილი მექნება, არც პროდუქტების საყიდლად ვიწანწალებ და არც
სამზარეულო მექნება ყოველ წუთს დასალაგებელი. მაგრამ ასეა თუ ისე, სუფრა მაინც ყოველთვის გაშლილი მაქვს და ამიტომ უჩინმაჩინის ქუდი მირჩევნია. რატომ? მე რომ მთელი დღე ფულის საშოვნელად დავწანწალებ, ერთი ის დამანახა, შინ სამი მუტრუკი რას აკეთებს! მოკლედ, ავირჩიე, ველი როდის გადმომცემთ.

"ბედნიერია ის კაცი, რომელსაც საკუთარი
ვერტმფრენი ჰყავს"


ქალბატონი, რომელმაც არც სახელი მითხრა და არც ასაკი:
- ცოტა დამაბნიეთ, მაგრამ რატომაც­ არა - მფრინავ ხალიჩას ავირჩევ! იმდენი ქვეყანა მაქვს სანახავი, მოგზაურობა კი ფუფუნებაა. ვიფრენდი, ვიმხიარულებდი... ამასთან, ისე მეზარება ჯერ აეროპორტამდე მისვლა, ჩემოდნების თრევა, მერე პროცედურების გავლა, თვითმფრინავის სალონი, აფრენა, დაფრენა... მოკლედ, დამაფიქრეთ, რომ ძალიან ბედნიერია ის კაცი, ვისაც საკუთარი ვერტმფრენი ჰყავს. ჰო, მფრინავი ხალიჩით ვიფრენდი პროდუქტებზეც.

"დროა, დავასრულოთ საცობების თემა!"

ცირა, უმუშევარი მუსიკის მასწავლებელი, 40-45 წლის.
- მფრინავი ხალიჩა! რად უნდა ამას კითხვა? დროა, საცობებს ვუშველოთ! საცობებში ხომ ძვირფას დროსა და ნერვებს ვკარგავთ... ჰოდა, მფრინავი ხალიჩა თუ გვიშველის! იმედია, 120 კ/სთ-ით არ იფრენს და ცაში ერთმანეთს თავ-პირს არ დავალეწთ. მოკლედ, ბევრი მფრინავი ხალიჩა, ჩქარა!

"ჩემს ქალაქში მინდა ბოდიალი!"


ლიკა, 50 წლის, ეწევა გონებრივ შრომას (ასე განმარტა საკუთარი საქმიანობა):
- აქ კვირაში ერთხელ მოვდივარ, ხუთშაბათობით, სხვა დროს არ მცალია. ბოლო ხანებში ხშირად მესიზმრება, რომ სოხუმში­ ვარ, ასეთივე მაღაზიაში და ვიცი, იქიდან თუ გავალ, ქუჩას გადავკვეთ და მარჯვენა მხარეს 200 მეტრს გავივლი, ჩემი სახლი გამოჩნდება, რომელიც ახლა აღარ არსებობს, მაგრამ მაღაზიიდან გასვლას ვერ ვახერხებ, ფული არა მაქვს, რომ გადავიხადო. ვიბრძვი, ვიხვითქები და გარეთ მაინც ვერ გავდივარ... ეს სიზმარი ისე მთრგუნავს, ახლა, კითხვა რომ დამისვით, უცებ ვიფიქრე, მოდი, უცნობს მოვუყვები-მეთქი...
უჩინმაჩინის ქუდი მინდა, უჩინმაჩინის ქუდი, რომელიც ჩემს ქალაქში ბოდიალის საშუალებას მომცემს.

"მოვიწვევდი ყველა მშიერ ბავშვს და დავანაყრებდი ამ "ჭინკებს"

თამთა, 30 წლის, ექიმი-კარდიოლოგი, სამი შვილის დედა.
- ჯადოსნური სუფრა მინდა. აი, ვდგავარ ახლა აქ, ვუყურებ ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტს - ხიზილალას და ვფიქრობ, გასწვდება თუ არა ჩემი ჯიბე... შეამჩნევდით მაღაზიის სიახლოვეს პატარა გოგო-ბიჭს. მაღაზიაში დაცვა არ უშვებს, მაგრამ ჭინკებივით არიან და მაინც ახერხებენ, მაღაზიიდან გამოსულ მყიდველს რაღაცას გამორჩნენ. არავინ დაამადლის პატარებს კანფეტს ან ლარიანს, მაგრამ ვინ მისცემს ახლა მაგათ ხიზილალას? ან ამ ორაგულის ნაჭერს, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჭამოს მოზარდმა? ჰოდა, დამაწყდა ნერვები! ჩემი თავი მეზიზღება, როცა ჩემი შვილებისთვის ასე თუ ისე, ჯანსაღი პროდუქტის ყიდვას ვახერხებ, ამათ კი თითო ლარიანს ჩავუდებ ხოლმე ისე, თითქოს ხარკს ვუხდიდე საკუთარ სინდისს. ჰოდა, გავშლიდი მაგ ჯადოსნურ სუფრას, მოვიწვევდი ყველა მშიერ ბავშვს და დავანაყრებდი.

"ეჭვი რომ არ მტანჯავდეს..."

მაიკო, 37 წლის, ამზადებს აბიტურიენტებს ინგლისურში:
- ამ წუთას უჩინმაჩინის ქუდი მინდა,­ რომ ჩემი თვალით ვნახო, ეს არაჩვეულებრივი შესახედაობის ტკბილეულობა როგორ მზადდება. სამწუხაროდ, საქართველოში ფასი არ ასახავს ხარისხს. ვერც გამყიდველს ენდობი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის ვარგისიანობაზე გელაპარაკება. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ქათმის ფილე, რომელიც საქართველოში დამზადებული მეგონა, რადგან შეფუთვაზე ქართულად აწერია, ჩინური ყოფილა, არადა, ვიკითხე და ქართულიაო, მითხრეს. წარწერა ისეთი წვრილი იყო, უსათვალოდ ვერ ვხედავდი, აი, გავიკეთე სათვალე და... იმედგაცრუებული ახლა ამ ტკბილეულზე "ვეჭვიანობ"... უჩინმაჩინის ქუდი მინდა, რომ ეჭვი არ მტანჯავდეს...

დეა ცუცქირიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები