ქართველი მორაგბეები თამაშზე, არჩილ ტატუნაშვილის გვარის წარწერიანი მაისურით გამოვიდნენ - კვირის პალიტრა

ქართველი მორაგბეები თამაშზე, არჩილ ტატუნაშვილის გვარის წარწერიანი მაისურით გამოვიდნენ

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ფინალურ მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალური მატჩს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.

"ინტერპრესნიუსი"