ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა - კვირის პალიტრა

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღების დრო 60 და 40-წლამდე ასაკის მამაკაცები დაშავდნენ. ადგილობრივების თქმით, შენობაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.

ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, პაციენტებს დამწვრობა აღენიშნებათ და შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იგეგმება.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"