როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 და 20 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 22-27 გრადუსი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია  ზოგან დაფიქსირდეს ნისლიანი ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში იქნება დაახლოებით 17-22 გრადუსი. 21 მარტის ამინდს  სქართველოში განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ამიტომ უმეტეს რაიონებში შესაძლოა გაწვიმდეს.ზოგან შესაძლებელია იყოს ელჭექიც. 21 მარტს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა  17-ან 22 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, 19-21 მარტს თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 20-22 გრადუსი.