რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა - კვირის პალიტრა

რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა

"გული მტკივა, რაც ახლა უნდა ვთქვა, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება და ამას აქ, რუსეთში ცხოვრებისას ყველაზე კარგად ვხვდები. მეც ვუყურებ ამ ყველაფერს და კედლებს ვაწყდები", - ასე ემოციურად გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მომღერალი გიორგი თოდუა რუსეთში წინასაარჩევნო კამპანიას, რომელშიც ქართველებმა ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

- 14 მარტს ქართულმა სათვისტომო "ივერიამ" სანქტ-პეტერბურგში, ქართულ ეკლესიაში, პუტინის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ეს იყო წინასაარჩევნო შეხვედრა - გულთბილი და ემოციური. ჩვენი სათვისტომოს წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პუტინს და საჩუქრები გადასცეს. საპასუხო საჩუქრებიც მიიღეს - წიგნი ვლადიმირ პუტინზე, რომელსაც, ალბათ, სასოებით შეინახავენ ოჯახებში. საინტერესოა, რას ეტყვიან შვილიშვილებს, ვინ იყო ეს კაციო?!

- ამას თქვენც შეესწარით?

- დიახ, ეს ამაზრზენი და უკიდურესად მიუღებელი სურათი თავად ვნახე და იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი, მე და რამდენიმე ჩემი ახლობელი გარეთ გამოვედით. არადა, ეს არის ეკლესია, სადაც მოვინათლე, მთელი ბავშვობა გავატარე, ვგალობდი და ხშირად დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველანაირი სურვილი ჩამიკლეს, რომ იქ კიდევ მივიდე და იმ ადამიანების გვერდით ვილოცო, ქართველობას რომ იბრალებენ. ამას ვამბობ უდიდესი გულისტკივილით და იმედგაცრუებით. ის დღე იმ "სპექტაკლში" მონაწილე ყველა ქართველს დაღივით დაედება. სულ ვფიქრობ, როგორ დაბრუნდებიან საქართველოში?! მაინც ხავსს ვებღაუჭები - ალბათ, საკუთარი ინტერესების გამო ასეთ უღირსობაზეც მიდიან.

შარშან კავკასიის ფესტივალში სანქტ-პეტერბურგში აქაური ქართული ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. მე და ჩემი მეგობრებიც მიგვიწვიეს. კონცერტის მსვლელობისას გაირკვა, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი ცალ-ცალკე რესპუბლიკებად უნდა გამოეცხადებინათ. როგორც კი ეს გავიგეთ, პროტესტის ნიშნად ღონისძიება დავტოვეთ. იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია