"ყველა ის ქართველიც, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და არჩევნებში ხმა მისცა, საქართველოს მტერია" - კვირის პალიტრა

"ყველა ის ქართველიც, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და არჩევნებში ხმა მისცა, საქართველოს მტერია"

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ 26-დღიანი, გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ, ქართულ მხარეს  20 მარტს გადმოსცა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპაციური რეჟიმის მორიგი მსხვერპლი ნაწამებია, საზოაგდოება აღშფოთებას საჯაროდ გამოხატავს. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ საკუთარი აზრი "ინსტაგრამის" საშუალებით გამოთქვა, ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემაც.

"ცოტა ხნის წინ ვნახე სიუჟეტი ჯარისკაც არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები სხეულის გადმოსვენების შესახებ.(რომელიც26 დღის გამავლობაში ოკუპატი ქვეყნის ტყვეობაში იყო.) ასეთი დათრგუნული, დაზაფრული და ამავე დროს გამწარებული ალბათ 2008 წლის ომის შემდეგ აღარ ვყოფილვარ. მინდა, დავაფიქსირო ჩემი როგორც მოქალაქის აზრი და ვთქვა კიდევ ერთხელ (და თუ დამჭირდა 1000-ჯერ გავიმეორებ), რომ ოსეთი, ისევე, როგორც აფხაზეთი საქართველოა და ის ცალკე სახელმწიფო არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება. მსოფლიო რუკაზე არ არსებობს ასეთი ქვეყნები, რადგან ერთი-ორი უიღბლო რესპუბლიკის გარდა არავის უღიარებია და არც შეიძლება, რომ აღიარონ, რადგან ორივე საქართველოს ნაწილია!!! ხოლო რუსეთი - ოკუპანტია და საუკუნეების მაძილზე საქართველოს მთავარი მტერია! ასე რომ, ყველა ის ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა, ისიც უდაოდ საქართველოს მტერია და თუ ასეთი ადამიანი ჩემს ეგრეთ წოდებულ "ფოლოუერებში" ხართ, ძალიან გთხოვთ დატოვოთ ჩემი "ინსტაგრამი"! "- აღნიშნა მსახიობმა.