"მე მეუბნები, იკმარე, რასაც გაძლევო მაშინ, როდესაც გიყურებ და დაუმსახურებლად ასმაგს იღებ თვითონ" - კვირის პალიტრა

"მე მეუბნები, იკმარე, რასაც გაძლევო მაშინ, როდესაც გიყურებ და დაუმსახურებლად ასმაგს იღებ თვითონ"

რატომ დააყადაღა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანრი ბიბინეიშვილის ანგარიში

მსახიობ ანრი ბიბინეიშვილზე ხშირად ამბობენ, რომ ექსცენტრიკული, ეპატაჟური და ემოციურია. თავად ფიქრობს, რომ მის ხასიათს გარკვეულწილად გურულობა განაპირობებს - სწრაფად ფეთქდება, არ ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას და მალევე ავიწყდება წყენა. რის გამო დაკარგა თავისი სისხლი და ხორცი და რატომ ლანძღეს სოციალურ ქსელში უმოწყალოდ, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ჩემი გაუბედურებული ხალხი ამდენ ტანჯვას არ იმსახურებს. მაწუხებს ის, რომ ჩვენთვის სიკეთე თითქოს გააქრეს, აღარ არსებობს! სამშობლო ის ადგილია, სადაც დავიბადე, მე ასე მესმის, ქვეყანა კი შენ თვითონ ხარ. განა ჩემს თავს ცუდს ვუსურვებ? ვინმე თუ მეტყვის, რომ ჩემზე მეტად უყვარს ჰამლეტ გონაშვილი, ჩემზე მეტად აღიარებს და პატივს სცემს ადათ-წესებსა და ტრადიციებს, თუკი ვინმე შემეჯიბრება ჩემი ქვეყნის სიყვარულში, მაშინ ცხოვრებაში ხმას არ ამოვიღებ არასდროს, მაგრამ არ მესმის, რატომ მაქვს მე განსხვავებული ხე, ჰაერი, მიწა, წყალი? მე მეუბნები, იკმარე, რასაც გაძლევო მაშინ, როდესაც გიყურებ და დაუმსახურებლად ასმაგს იღებ თვითონ - მპარავ და მგლეჯ, შრომას არ მარგებ და ჩემს ნაშრომსაც შენ მართმევ! ეს ხომ მამაძაღლობა და ქურდობაა?.."

"არ არის მტკივნეული, როდესაც 3 და 4 წლის და-ძმა ბებიას მოჰყავდა, რადგან მამა აღარ ჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობაზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები? იმ აქციის მსვლელობისას გავიგეთ, რომ პანორამა თბილისის მშენებლობაზე 27 წლის ბიჭი გარდაიცვალა. "კაპიკებზე" მუშაობენ და ისიც არ იციან, იმ ღამე სახლში მივლენ თუ არა. ეს ომი ხომ არ არის? ომში სიკვდილის მოლოდინში ხარ, სამსახურში კი ოჯახში ლუკმაპურის შესატანად მიდიხარ, უნდა გეშინოდეს, იქიდან ცოცხალი გამოაღწევ თუ არა?.."

"ჩინოვნიკთა და მატერიალურად უზრუნველყოფილთა დამოკიდებულება - ფული აქვთ და აღარ იციან, რაში დახარჯონ. გამოიყენე, შე ოჯახაშენებულო, მიეცი ვინმეს, სიკეთე ქენი! ნეტავ, ეს ჯიბეები რომ ამოვუკეროთ, რა მოხდება, სად წაიღებენ მერე?.."  იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი