"...ერთი რამე მაქვს სტალინისგან შემორჩენილი, შეუფასებელი განძია ჩემთვის"- რა ოცნება ვერ აისრულა სტალინის შთამომავალმა? - კვირის პალიტრა

"...ერთი რამე მაქვს სტალინისგან შემორჩენილი, შეუფასებელი განძია ჩემთვის"- რა ოცნება ვერ აისრულა სტალინის შთამომავალმა?

პიანისტი და დირიჟორი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი ბავშვობაში მემანქანეობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა.

სახელგანთქმული წინაპრისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდა კაცი მეტად თავმდაბალი, მორიდებული, თავშეკავებული და ნაკლებად ამბიციური, თუმცა ძალზე მიზანსწრაფულია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:

"ბაბუაჩემის მამა იყო იაკობი, მეოთხე თაობა ვარ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, ვისი შთამომავალი ვიყავი. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ამის შესახებ. ადრეც სულ ვკითხულობდი და ახლაც, როდესაც დრო მაქვს, ვკითხულობ იმდროინდელ ამბებზე, ეპოქაზე, ყველაფერი მაინტერესებს..."

"...ეს ერთი რამე მაქვს სტალინისგან შემორჩენილი და შეუფასებელი განძია ჩემთვის, რომელსაც ვერავის მივცემ და ვერც სახელმწიფო მუზეუმს გადავცემ... ზოგჯერ რომ დავფიქრდები, ვისი შთამომავალი ვარ, ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. სხვათა შორის, სტალინი კარგად მღეროდა და ერთი ასეთი ფაქტიც ვიცი მის შესახებ: ქართული გუნდი ჩასულა მოსკოვში. რეპეტიციას სტალინიც დასწრებია და მათთან ერთად უმღერია მეორე ხმა. გაოგნებულები დარჩნენ. არავინ ელოდა მისგან მსგავს რამეს. ისეთი გენიოსი იყო, ისეთი ფენომენალური ტვინის პატრონი, რომ არა მგონია, მისგან რამე გამომყვა. თუმცა, ვინ იცის, წლები რომ მომემატება და გავიზრდები, იქნებ მერე აღმომაჩნდეს მისი გენეტიკიდან რამე. თუმცა, ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცი, რომ პოლიტიკაში არასდროს წავალ და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გავწევრდები. საერთოდ არ მხიბლავს ეს სფერო..."

განაგრძეთ კითხვა