შუახევში მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

შუახევში მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამძებრო სამუშაოებში გუშინ თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.

მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ: "მამა 14 წლის შვილს გუშინ ჩვენთან ერთად ეძებდა, დღეს ისეთ მძიმე დღეშია, შინიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო"

"ინტერპრესნიუსი"