"თუ ჩემს გოგონას ოპერაცია ვერ გავუკეთე, ვეღარასოდეს გაივლის... ამის გაცნობიერება სიკვდილზე უარესია..."
26-03-2018
"თუ ჩემს გოგონას ოპერაცია ვერ გავუკეთე, ვეღარასოდეს გაივლის... ამის გაცნობიერება სიკვდილზე უარესია..."
"ვის აღარ მივადექი, მაგრამ ყველამ ხელები გაშალა - ჩვენ იმპლანტების დასაფინანსებელი თანხა არ გვაქვსო! ის თანხა ხომ აქვთ, პრემიები რომ გამოიწერონ, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს შვილს სჭირდება?!"

ბევრი ტკივილია ამქვეყნად, მაგრამ ბავ­შვის ტკივილს და ცრემლს ვერაფერი გადაწონის. ამჯერად დახმარება ისეთ გოგონას სჭირდება, რომელსაც ქვეყანა სანთელივით უნდა უფრთხილდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის. მას გულგრილობა ბედისწერასავით ექცა - მისი მამაც გულგრილობას შეეწირა, როცა სამსახურის გაუქმების გამო უფუნქციოდ დარჩა. ქვეყანაში მილიონობით
ლარი თანამდებობის პირთა პრემიებში იხარჯება, ამ გოგონას დედა კი 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს. არადა, საღ-სალამათ, 10 წლის გოგონას ტერფების პათოლოგიის გამო სხეულის ისეთი დეფორმაცია დაეწყო, შესაძლოა, მალე სიარულიც ვეღარ შეძლოს. ასე რომ, ოჯახი იმ უბრალო ადამიანების იმედადღაა, რომელთაც ჩვენი
წერილებით არაერთი ბავშვი გადაურჩენიათ. ამ ლამაზი გოგონას, ანუკა ძინძიბაძის ამბავსაც დედამისი გიამბობთ.

ლალი ლომაძე: -
არ ვიცი, როგორ დავიწყო... არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ საშინელების გადატანას... საღ-სალამათ ბავშვს ტერფებისა და კიდურების დეფორმაცია ისე სწრაფად დაეწყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, არადა, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე გარდამეცვალა და მაინცდამაინც არ მილხინს, ვმუშაობ და ერთადერთი შვილისთვის არაფერი დამიკლია - არც ექიმი, მაგრამ, საუბედუროდ, არც ერთ ექიმს არ უთქვამს, რომ ჩემს შვილს ტერფების მძიმე პათოლოგია ჰქონდა, რომელმაც ახლა იჩინა თავი. ანგელოზივით ბავშვი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა - ტერფების შემდეგ მუხლებისა და ხერხემლის დეფორმაცია და ტკივილი დაეწყო. ექიმიდან ექიმის კარზე თვეების განმავლობაში დავდიოდი და დიაგნოზს ვერ ადგენდნენ.…მერე, როგორც იქნა, ერთმა ექიმმა მითხრა, ბავშვს ტერფების რენტგენი გადაუღე და ვნახოთ, რა იქნებაო. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ანას კოჭის სახსარში ჰქონია თანდაყოლილი პათოლოგია, რომელმაც მხოლოდ მაშინ იჩინა თავი, როცა გაიზარდა და ტერფს დიდი წონით დააწვა. ახლა ამას ერთადერთი რამ შველის - ბავშვს ოპერაცია სჭირდება, კოჭებში იმპლანტები უნდა ჩაედგას და დეფორმაცია შეჩერდება, მაგრამ ოპერაცია როგორ უნდა გაკეთდეს, როცა იმპლანტების შესაძენი თანხა არ გამაჩნია! ორივე იმპლანტი 2000 დოლარი ღირს, მაგრამ ამ თანხის შოვნა ჩემთვის შეუძლებელია. ბანკის ვალსაც ვერ ავიღებ, რადგან სტაბილური სამუშაო არ მაქვს…

- იმპლანტები თქვენ რატომ უნდა შეიძინოთ, ხომ არსებობს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ოპერაციებს­ აფინანსებს?!

- კი, არსებობს, მაგრამ ამ პროგრამაში იმპლანტები გათვალისწინებული არ არის. ალბათ, სახელმწიფოს ჰგონია, რომ იმპლანტებს ადამიანები მხოლოდ გასალამაზებლად ხმარობენ და იმიტომაც გადაწყვიტეს, არ დააფინანსონ, ჩემს შვილს კი ეს სიცოცხლისთვის სჭირდება! ანა ძალიან ნიჭიერი გოგოა. მასწავლებლები მეუბნებიან, ბავშვი მათემატიკური ნიჭით არის გამორჩეული და დიდ წარმატებებს მიაღწევსო, მაგრამ რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი! თუ ოპერაცია ვერ გავუკეთე, სხეულის დეფორმაციის გამო ვეღარასოდეს გაივლის... ამის გაცნობიერება სიკვდილზე უარესია... ხანდახან სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?

ვის აღარ მივადექი, მაგრამ ყველამ ხელები გაშალა - ჩვენ იმპალანტების დასაფინანსებელი თანხა არ გვაქვსო! ის თანხა ხომ აქვთ, პრემიები რომ გამოიწერონ, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს შვილს სჭირდება?! ამ უსულგულობამ ერთხელ უკვე მიაყენა უდიდესი ტრავმა ჩემს ოჯახს - ანას მამაც გულგრილობას შეეწირა. ისიც განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო. რა კონკურსები არ გაიარა სამსახურისთვის, ყველგან უმაღლეს ქულას იღებდა, მაგრამ ბოლოს ეუბნებოდნენ, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეთო. ჰოდა, ახალგაზრდა კაცს გული გაუსკდა. ახლა შვილის გადარჩენა მინდა და მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს, ჩემნაირი ხალხის, რომელიც შვილს გადამირჩენს და მისთვის თუნდაც მცირეოდენ თანხას გაიმეტებს.

თიბისი ბანკი
ანგარიში: GE26TB7895145061100086
მიმღები: მარეხი კურატიშვილი
ტელეფონი: 555351851

ეთერ ერაძე
Gocha
31 მარტი 2018 10:37
Daceret zusti misamarti
მანანა
30 მარტი 2018 12:45
ყველა კარგად ამყოფებს,მაგრამ ჩვენთან გაჭირვებულებს არც შერჩევით აფინანსებენ...ერთი გავლენიანი პირი,რომელიც ოფიციალურად მილიონერის ითვლება ახლახან მერიამ და ჯანდაცვამ 46 ათასი ლარით დააფინანსა უჭირს და რა ვქნათო. ...
მანანა
30 მარტი 2018 12:40
ყველა კარგად ამყოფებს,მაგრამ ჩვენთან გაჭირვებულებს არც შერჩევით აფინანსებენ...ერთი გავლენიანი პირი,რომელიც ოფიციალურად მილიონერის ითვლება ახლახან მერიამ და ჯანდაცვამ 46 ათასი ლარით დააფინანსა უჭირს და რა ვქნათო. ...

რედაქტორის რჩევით