"12-საათიანი სამუშაო გრაფიკისას ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ" - რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლონეთში სამუშაოდ წაყვანილი ქართველები?
"12-საათიანი სამუშაო გრაფიკისას ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ" - რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლონეთში სამუშაოდ წაყვანილი ქართველები?
"საშინელი პირობები იყო -  12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ"

რამდენიმე დღის წინ, "კვირის პალიტრის" "ფეისბუკგვერდზე" ქუთაისელმა გიორგი ლომიძემ თავისი პრობლემის შესახებ მოგვწერა. როგორც გიორგი ლომიძემ აგვიხსნა, ის პოლონეთში ლეგალური სამუშაოსთვის წავიდა, მას შუამავალი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ უცხო ქვეყანაში ჩასულს დახვდებოდა სამსახური, ადეკვატური ანაზღაურით, თუმცა ადგილზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დახვდა:

- საქართველოს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა ყველასთვის ცნობილია, დასაქმების მხრივ დიდი პრობლემებია, მე ხელოსანი ვარ და
ამ საქმით შემოსავალი დღეს საერთოდ არ არის საკმარისი, შემდეგ ჩემი მეუღლის მეგობრის ქმარი პოლონეთში სამუშაოდ წავიდა და მეც იგივე მირჩიეს. კარგი მომავლის იმედით, მე და ჩემმა მეუღლემ პოლონეთში წასასვლელი ფული ვისესხეთ და დავუკავშირდით იამზე ხარაბაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ შესაძლებელი იყო პოლონეთში წასვლა, მუშაობა და ამაში
დამხმარებოდა.

გადაწყდა, რომ ჯერ მე წავიდოდი, იამზე ხარაბაძეს 1350 დოლარი მივეცით, ამ თანხაში უნდა შესულიყო პოლონეთში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა და ოფიციალური სამუშო. ასევე უნდა ავეყვანე ე.წ. აღრიცხვაზე და პოლონური ბარათიც გაეკეთებინა, მაგრამ იამზეს დაპირებები დასრულდა პოლონეთის სადგურში, როცა უცხოეთში ჩასულს მიმითითა რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი და მიმატოვა.

მარტო მე არ ვიყავი ასეთი, იამზესთან ერთად, პოლონეთში 10-კაციანი ჯგუფი წავედით. ამ დროს ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა, იამზეს მიერ ერთ-ერთ დასაქმებულს შვილი დაეღუპა და გვითხრა, ამ კაცის საქართველოში წამოსაყვანად ფული მჭირდებაო და დამატებით 200 დოლარი გამოგვართვა, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს კაცი საქართველოში საკუთარი ხარჯებით გამოფრინდა და ეს ფულიც გამოგვძალა.

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩასულებმა არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, შემდეგ იქ მცხოვრები ქართველების დახმარებით ვიპოვეთ ქარხანა, სადაც უნდა გვემუშავა, ჩვენით ვიპოვეთ საცხოვრებელიც... საშინელი პირობები იყო -  12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ, იქ ჩასულებს კიდევ 40 ქართველი დაგვხვდა იგივე პრობლემებით, ზოგიერთი მათგანი ჩემთან ერთად წამოვიდა საქართველოში, ზოგმა შეიცვალა სამუშაო ადგილი, ზოგი კი ქვეყნიდან დეპორტაციით გამოუშვეს. მე ვერ ვბრუნდებოდი საქართველოში, რადგან გზის ფულიც არ მქონდა. არ მინდოდა პასპორტი გამეფუჭებინა და ჩემმა ოჯახმა ნასესხები ფული გამომიგზავნა.

იამზე არ გვეკონტაქტება, ვურეკავთ, სოციალურ ქსელშიც ვწერთ, მაგრამ არ გვპასუხობს, მინდა, როგორმე ჩემი ნასესხები თანხა მაინც დამიბრუნოს. არ მინდა, რომ დააკავონ, რადგან უამრავი ადამიანის ფული დაიკარგება, სამართალდამცავებს ვთხოვ ისე მოახერხონ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენი ფული დაგვირუნოს
.

ვთხოვ საზოგადოებას, ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერეთ ეს ვითომ დამსაქმებლები ერთხელ და სამუდამოდ, ვიდრე ვინმეს იმსხვერპლებენ ან თვითონ ემსხვერპლებიან გამწარებულ ადამიანს.

"კვირის პალიტრა" იამზე ხარაბაძესაც დაუკავშირდა, მისი განცხადებით ის არ არის თაღლითი და ამ პრობლემების შემდეგ თავი დაანება ხალხის საზღვარგარეთ გაგზავნას.

"კი, ბატონო, გიორგი ლომიძე დასაქმებით გავუშვით, მე ყველაფერი დასაბუთებული მაქვს. დასაქმებით ხალხი დასაქმდა, მერე რა პრობლემები შეექმნათ, ეგ უკვე მე არ მეხებოდა. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ვინმეს ატყუებდეს...

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, პირიქით ბევრი ადამიანისთვის იქით მაქვს მოსათხოვი, რადგან არაადამიანურად მოიქცნენ. მინდოდა, ადამიანებს გვერდში დავდგომოდი, ყველას დიდ პატივს ვცემ... მე არ ვარ თაღლითი. როცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო, საერთოდ დავანებე თავი ხალხის საზღვარგარეთ გაშვებას", - განაცხადა ჩვენთან საუბარში იამზე ხარაბაძემ და კიდევ ერთხელ გაგვიმეორა რომ ამ საკითხზე ის გამომძიებელსაც ესაუბრა და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (11)
Roman
27 აპრილი 2018 22:36
Isev mevar Romani minda isev gavaketo iamze xarabadzeze gaavcelet rom afiristia da arendot kvelam Naxos rom dgesac douvitkaliaqvt im xalxs romelic moatkvila da awimwila xalxi
Roman
03 აპრილი 2018 22:23
Zaan bevria xalxo romelic iamze xarabazem moatkvila da miatova polonetwi xalxi mwieri kvdebian xalxi mag afiristia magari arendot
02 აპრილი 2018 09:46
ასე გონია ხალხს ვისაც ჩაყავს საქართველოდან მერე ისაა პასუხისმგებელი მის სამსახურზე.ესე არაა ხალხო
qeti
29 მარტი 2018 09:02
ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის... რატომ ენდობით ხალხო ვიღაცა ნაძირალა დედაკაცებს, დარწმუნდით რომ საკუთარ ქვეყანაში ჯობია... ყველაფრის მიუხედავად!!!
...
28 მარტი 2018 18:15
ასეთი უსამართლობა იმიტომ ხდება რომ საქართველოში არ არსებობს არაფერი ჯანსაღი.ყველა იმაზე ფიქრობს ლუკმა პური როგორ მიიტანოს ოჯახში და ამის სანაცვლოდ ვირივით შრომა უწევთ მათხოვრული ხელფასის სანაცვლოდ. მხოლოდ ჯარიმებს აკისრებენ ყველას და ყველაფერს,ვაი ჩვენი ცოდვა ნეტა თუ ეშველება საქართველოს და ქართველ ერს
i
28 მარტი 2018 09:57
ისრაელში ქართველი ემიგრანტები სასტუმროში მუშაობენ 8 საატში 7000 შეკელი ხელფასი მგზავრობის ანაზხაურება 3 ჯერ წამა იმედი მაქვს ამას აფასებენ...
MAR
27 მარტი 2018 17:08
ფუი საზიზღარი ქალი, ეს ქართველების თაღლითობა ხომ განთქმულია, უსირცხვილო ქალი კიდევ თავს რომ იმართლებს, დაისჯება ეს ქალი
რამო
27 მარტი 2018 16:37
მოდერნიზებული მონობა!
deda
27 მარტი 2018 16:24
სრულ სიმარტლეს ამბობს ეს კაცი, ჩემი შვილიც წავიდა და 3 თვეში ისეთი ჩამოვიდა ვეღარ ვიცანი, ძვალი და ტყავი, ახალ წელს თურმე მშიერი შეხვედრია, სამუსაო არ დაახვედრეს, მერე ძლივს უშოვია და გაუსაძლისი პირობები ყოფილა, დანევროზებული და გასაცოდავებული ჩამოვიდსა ბილეთის ფული ძლივს გამოუმუშავებია, ესაა ქვეყანა? რა დღეშია ახალგაზრდობა, არ მოტყუვდეთ არ წახვიდეთ, გირჩევთ.....
იური
27 მარტი 2018 15:09
მარტო ეს არაა თაღლითი,უამრავი ადამიანია ვინც ჩვენს ქართველებს ძალიან ცუდად იყენებს..თვითონ კი კარგად ძვრება სიტუაციიდან..

რუბრიკის სხვა სიახლეები