"ყველაზე დიდი ცოდვა ის ჩავიდინე, ანგელოზივით ბავშვი ამ საავადმყოფოში რომ შემოვიყვანე" - კვირის პალიტრა

"ყველაზე დიდი ცოდვა ის ჩავიდინე, ანგელოზივით ბავშვი ამ საავადმყოფოში რომ შემოვიყვანე"

დაახლოებით 7 თვეა, რაც 18 წლის ხატია თვაური ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაშია. ამდენივე ხანია ხატიას დედას, თეონა სიდამონიძეს შვილის სანახავად საავადმყოფოში უწევს მისვლა. დედას ყოველდღე მიაქვს საჭმელი და წვენები. მართალია ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ შვილისთვის სხვას ვერაფერს აკეთებს.

"ყველაზე დიდი ცოდვა ის ჩავიდინე, ანგელოზივით ბავშვი ამ საავადმყოფოში რომ შემოვიყვანე და არ ვიკითხე სად მომყავდა. საავადმყოფოს არანაირი რეაგირება არ აქვს, პირიქით, ამბობენ ბავშვი წაიყვანეთ და თქვენ მიხედეთო. დავთანხმდი ამას, გადავწყვიტე გაყვანა, მაგრამ ბავშვი რომ გავიყავნო, ამისათვის საჭიროა სპეციალური იზოლირებული ოთახი, აპარატურა, ექთანი უნდა დავახვედრო და ვთხოვე ექიმებს, რომ სანამ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებ, იქნებ ბავშვი პალატაში გადამაყვანინოთ-თქო, კატეგორიული უარი მითხრეს, ამის წინააღმდეგები იყვნენ. ინტენსიურ განყოფილებაში ძალიან მძიმე პაციენტებშია ხატია და საშიშროებაა, რომ რამე ინფექცია არ შეხვდეს. კონტაქტი მაქვს უცხოელ ექიმებთან. იძახიან, რომ ამ ბავშვს სჭირდება რეაბილიტაცია, გადაწყვეტილი მაქვს ხატია უცხოეთში წავიყვანო. პროკურატურა იძიებს ამ საქმეს, ვინ არის დაკითხული არ ვიცი, მაგრამ ველოდები გამოძიების დასრულებას", - ამბობს თეონა სიდამონიძე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ: "თუ ხატიას რამეს დაუშავებენ, გეფიცებით, თავს დავიწვავ!"