"3 შვილი დარჩა, რა ვუყო, რა მეშველება" - რას ამბობს დაღუპული მაღაროელის მამა? - კვირის პალიტრა

"3 შვილი დარჩა, რა ვუყო, რა მეშველება" - რას ამბობს დაღუპული მაღაროელის მამა?

დღეს მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილს, რომელიც გამთენიისას ტყიბულის შახტაში გარდაიცვალა, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"ერთია 1.1 წლის, მეორე 2 წლის, მესამე 6-ის. რა ვუყო, რა მეშველება, არ ვიცი..." - ამბობს გარდაცვლილის მამა, ჯონდო ბოჭორიშვილი.

3 პატარა ბავშვი ჰყავდა 46 წლის მირზა ქურციკიძესაც. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ქურციკიძე შახტაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა.

უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.