"ჩემს შვილს რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი..."
"ჩემს შვილს რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი..."
"ისრის მოქაჩვა 17 კილოგრამის აწევის ტოლფასია. როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები, დღეში, სულ ცოტა, 130-ჯერ ვაკეთებ ამ მოძრაობას"

მშვილდის მოზიდვა 17 კილოგრამთან შერკინების ტოლფასია. ძნელია ისრის მოწევა, როდესაც ეტლში ზიხარ, თუმცა არა თეასთვის - ის პარამშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონია.

თეას ცხოვრების ახლიდან დაწყება რამდენჯერმე მოუხდა - პირველად, როცა მშობიარობის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა, მეორედ, როდესაც შვილს ექსკურსიაზე გაჰყვა - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის აივანმა დამთვალიერებლების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. მას შემდეგ ცხოვრება ეტლით
გაგრძელდა.

თეა ბოლქვაძე: -
მშობიარობის დროს, ლუკა რომ გავაჩინე, ორი ლიტრი სისხლი დავკარგე. ჰემორაგიული შოკი დამემართა, თითქოს ძალიან დავმძიმდი და სხეული
დავტოვე. ამ დროს დავინახე საკუთარი თავი, როგორ ჩავიდა საფლავში. გონება არ მქონდა გათიშული. ზურგს უკან თითქოს ვიღაც იდგა, ნაცრისფერი კაპიუშონით. მერე თავისუფლება ვიგრძენი, ავმაღლდი და საოპერაციო ოთახში ერთი წრე გავაკეთე, შემდეგ ისევ სხეულში აღმოვჩნდი. ამ დროს ოქროსფერი ასოები წრიულად ჩამოვიდა ჩემში - ეს 50-ე ფსალმუნი იყო და ამ მომენტში თვალი გავახილე, ვხედავ, ჩემი მოძღვარი 50-ე ფსალმუნს მიკითხავს... 9 თვის შემდეგ გავედი სამსახურში, `სასწრაფოს~ ექიმი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სწორედ ექიმობა და სხვისი დახმარების სურვილი დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში.

საბედისწერო ექსკურსია


პირველი კლასის დამამთავრებელ ექსკურსიაზე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში წავიდა ჩემი შვილის კლასი. მუზეუმის მეორე სართულის დათვალიერების შემდეგ, რადგან ძალიან ბევრნი ვიყავით, ბავშვები ჩავაცილეთ პირველ სართულზე და რამდენიმე მშობელი დავრჩით ზემოთ, აივანზე სურათების გადაღება გვინდოდა და სწორედ იმ დროს გატყდა მორყეული მოაჯირი და ქვემოთ ჩავვარდი, თავით დავასკდი ფილაქნიან გზას. ჩემთან ერთად კიდევ ორი მშობელი გადმოვარდა, ერთი წყალში ჩავარდა და მეორე მე დამეცა. ქალა-ტვინი დამიზიანდა, მეთორმეტე მალის კომპრესიული მოტეხილობა მქონდა, რამდენიმე მალა დაფშვნილია და ფიქსატორი მიდგას. წარმოიდგინეთ ჩემი შვილის მდგომარეობა, ასე რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.

ცხოვრება ეტლით

- სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საქართველოში არა აქვს ადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლე ექიმების დასასაქმებლად. ამიტომ პროფესია შევიცვალე და ახლა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვმუშაობ, გარდა ამისა, დღეში რამდენიმე საათი ვვარჯიშობ პარამშვილდოსნობაში. პარამშვილდოსნობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ფაქტობრივად, ნებისყოფის გამოცდაა, რადგან ისრის მოქაჩვა 17 კილოგრამის აწევის ტოლფასია. როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები, დღეში, სულ ცოტა, 130-ჯერ ვაკეთებ ამ მოძრაობას.

რეაბილიტაციის შემდეგ მსოფლიო რბენაზე გადავწყვიტე გასვლა და 2015 წელს გავხდი პირველი"ქალი, რომელმაც ეტლით გაირბინა 6 კილომეტრი და 800 მეტრი. 2016 წელს გავაუმჯობესე შედეგი - 7 კილომეტრი და 300 მეტრი გავიარე და გავიმარჯვე.

39 წლის ვიყავი, ტრავმა რომ მომივიდა. ამ ასაკში უკვე გაქვს საყვარელი პროფესია და მომავალიც - შეძლებისდაგვარად განსაზღვრული. ამ დროს კი ხდები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დამოკიდებული სხვაზე და თავიდან იწყებ შენი სხეულის შესწავლას. თავიდან დედასა და მეუღლეზე ვიყავი დამოკიდებული, შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ახლა უკვე ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არაადაპტირებული გარემო დიდ სირთულეს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ინტეგრირებისთვის საცხოვრებელ გარემოსთან. მე არა მაქვს იმის საშუალება, რომ ბინა გადავაკეთო ადაპტირებულ სახლად, ამიტომ ოჯახის წევრები მეხმარებიან. მთავარი მაინც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია - თუ ეტლში ზიხარ, ესე იგი, არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება. მინდა ყველას ვუთხრა - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მხოლოდ არაადაპტირებული გარემო გვზღუდავს, თორემ ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ და დავანახებთ საზოგადოებას, რომ შეგვიძლია სარგებელი მოვუტანოთ.

ნინო წიფურია
-----------
17 აპრილი 2018 11:56
გული მწყდება და მტკივა, ამ პრობლემის მქონე ადამინებს და ბავშბეს ისეთი დახამრებებები აქვტ და პენსიებიმ, რომ ნებისმიერ მაღაჩინოსანს შეშურდებოდა ის თანხა და არა მდგომარეობა. მაგარამ აქ ჩემს ქვეყნაში მატვის კი არა ვისთვის სცალიატ, და როცა ისევ ქრისატიაონბზე და გულმოწყალებაზეა საუბარი და მოძღვრა, აქედან უნდა დვიწყოტ , პარალამეტშც და მატავრობაშიც კანონები ისეტ რომლიც ყველაზე მზიმე მდგომარეობაზე უნარშეზღუდულზე უნდ აიყოს მორგებული და ბიუჯეტიც, ამით უნდა დაიწყოს მათი მაქსიამლური დაფინსება, რომ ამიტ მაინც შეუმსუბუქდეტ მდგომარეობა მატ და მათზე მზრუნველებს, მაგარამ სად სად არის ეს დრო????? ვინ წუხს ამაზე??? ვის გააქვს ბიუჯეტი მატ სასარგებლოდ????? ადამინი სადაა აქ????? და ისევ გულ გტიკვია და ფიქრობ ეს ადამინები ევროპის ქვყანში დაბადებულბებ ი ყოფილიყვენენ, სამოტხესავით იგრზნობდნენე თავს. აქ დაიბდაო და კიდევ პრობელემები , გული მეწვის. აქ მგელი უნდ ადაიბადო და მგელზე უფრო მგელი სამწუხაროდ!!!!! პირდაპირი გაგებითაც ტუ გინდატ
111
17 აპრილი 2018 11:40
ღმერთმა კარგად გამყოფოს დაიკო...
Nani Nikoleishvili
14 აპრილი 2018 07:32
Tea shen yoveltvis iyavi chveni zlieri dedikos imedi . Imedia sakartveloshi gamoswordeba damokidebuleba shezguduli shesazleblobebis adamianebistvis da tkveni shesazleblobebi gaizrdeba miyvarxar warmatebebi

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?