"შავი წერტილები" თბილისში
"შავი წერტილები" თბილისში
ავტოსაგზაო შემთხვევების მესამედს ქვეითად მოსიარულესთან შეჯახება შეადგენს. ზოგიერთი შუქნიშანი ისეა დაყენებული, რომ მწვანე ერთდროულად ინთება მძღოლისთვისაც და ქვეითად მოსიარულესთვისაც. კანონი, რომელიც აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, მძღოლს ეუბნება, თუ ორივესთვის მწვანეა ანთებული, მძღოლმა უნდა დაუთმოს ქვეითსო, მაგრამ ხშირად მძღოლი ამას ვერ ახერხებს ან დაბნეული გამვლელი გადარბის, ჩერდება, ისევ გადარბის, რაც ავარიის დამატებით რისკს ქმნის

საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ კარგა ხანია მილიონს გადააჭარბა. მათი მესამედი თბილისში მოძრაობს. შესაბამისად, ავარიების 40% დედაქალაქში ფიქსირდება. შს­
სამინისტრომ დედაქალაქში არს­ებული იმ ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ხშირია ავტოსატრანსპორტო შემთხვევები.
ავარიების მიზეზებზე, თავიდან აცილების პრევენციულ ზომებსა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გვესაუბრა:

- დედაქალაქში არსებობს ე.წ. შავი წერტილები, სადაც ყველაზე ხშირია ავარიები. მიუხედავად იმისა, რომ შსს
აქვეყნებს ამ ადგილების ჩამონათვალს, კონკრეტული ლოკაციები მაინც არ გვაქვს, მხოლოდ გზატკეცილების ან პროსპექტების დასახელებებია. შავი წერტილების იდენტიფიცირება აუცილებელია, შემდეგ კი საჭიროა საქმეში ექსპერტების ჩართვა და დადგენა, თუ რა არის ამ ადგილებში ავარიების მიზეზი.

- ამ წერტილებში ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის რა კეთდება?

- კონკრეტული ღონისძიებები არ გატარებულა. შავი წერტილების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გამოცდილება­ ევროკავშირსაც აქვს - მას შემდეგ, რაც სიტუაციის გამ­ოსწორების მიზნით სამუშაოებს ჩაატარებენ, საინფორმაციო დაფებს აკრავენ მძღოლების გასაფრთხილებლად, რომ უახლოვდებიან რისკის ზონას. მუდმივად აცხადებენ, რომ ამა და ამ ადგილას მოხდა ამდენი შემთხვევა, დაშავდა ან გარდაიცვალა ამდენი ადამიანი.

- თქვენი აზრით, რა არის თბილისში­ ე.წ. შავ წერტილებში გახშირებული ავარიების მიზეზი?

- ბელიაშვილის ქუჩა ერთ-ერთია ამ ნუსხაში. ეს ქუჩა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოძრაობისას მაღალი სიჩქარე განავითარო. ადრე იქ სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანიც კი არ იყო, თუმცა­ საგზაო ნიშანმაც არ უშველა, საჭიროა ვიდეოკამერების განთავსება და სიჩქარის შემზღუდავი რადარების დაყენება. გარდა ამისა, მთელ ამ მონაკვეთზე არსად არ არის ზებრა-გადასასვლელი. ორივე მხარეს დაწესებულებებია, აქ მუდმივად ხალხმრავლობაა და ინფრასტრუქტურა არ უნდა უწყობდეს ხელს? რაც მთავარია, ყველა რესტორნის წინ თვითნებურად დახაზული პარკირებებია.
არც კახეთის გზატკეცილს, ანუ აერ­ოპორტის ტრასას, აკლია ავარიები. აქ არაერთი მანქანა ამობრუნებულა, რადგან გზატკეცილზე მრავლად არის ჩაღრმავებები. როგორც ჩანს, ასფალტის ქვედა ფენები არ არის მყარი და როდესაც სიჩქარით მოძრაობ, ჩაღრმავებები ტრამპლინის ფუნქციას ასრულებს.

გურამიშვილისა და წერეთლის პროსპექტებიც მოწინავე ადგილზეა ავარიების რაოდენობის მიხედვით. ამის მიზეზი გზაჯვარედინებია, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტს ნამდვილად არ შეესაბამება და რისკს ქმნის როგორც ავტომობილებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვისაც. წერეთელზე ძალიან ბევრი ავტომობილი იყრის თავს და შემთხვევების რაოდენობაც იზრდება. იქაური განიერი გზები შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის კიდეც, სივრცის შეგრძნება გაქვს, თამამად მოძრაობ და...
დღემდე საქართველოს არა აქვს საგზაო მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების სტანდარტი - რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული საგზაო მონიშვნა, საგზაო ნიშნები რა სიმაღლეზე უნდა იყოს დაკიდებული...

- მაშ, რით ხელმძღვანელობენ?

- დიდწილად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, დანარჩენი კი თვითშემოქმედების ნაყოფია. მაგალითად, ყაზბეგის გამზირზე საგზაო ნიშანი განთავსებულია პანდუსზე, სადაც წესით, შეზღუდული შესაძლებლობის პირი უნდა გადაადგილდეს. ზებრებიც არასტანდარტულია.
ჩვენი ავტოსაგზაო შემთხვევების მესამედს ქვეითად მოსიარულესთან შეჯახება შეადგენს. ზოგიერთი შუქნიშანი ისეა დაყენებული, რომ მწვანე ერთდროულად ინთება მძღოლისთვისაც და ქვეითად მოსიარულესთვისაც. კანონი, რომელიც აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, მძღოლს ეუბნება, თუ ორივესთვის მწვანეა ანთებული, მძღოლმა უნდა დაუთმოს ქვეითსო, მაგრამ ხშირად მძღოლი ამას ვერ ახერხებს ან დაბნეული გამვლელი გადარბის, ჩერდება, ისევ გადარბის, რაც ავარიის დამატებით რისკს ქმნის.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები