"დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ" - ცხოვრება ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცისა
09-04-2018
"დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ" - ცხოვრება ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცისა
ამ ორიოდე წლის წინ, აღმაშენებლის გამზირზე, სათნოების სახლ "კათარზისში" ჩვენი ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, სტატიის მომზადებისას, შეხვდა ქართველ კინოვარსკვლავ ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ იყო შეყვარებულ მამაკაცს.

ფოტოგალერეა: ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე

ლეილა აბაშიძე 8 აპრილს ხანგრძილივი ავადმყოფობის შედაგად 88 წლის ასაკაში გარდაიცვალა.
გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

"მოსაცდელში, სავარძელში ჭაღარა მამაკაცი შევნიშნე. უცნაურია, 71 წლის მოხუცი თავის სახელსა და გვარს არ მეუბნება, მაგრამ მთხოვს, ფოტო გადამიღეთო. თოჯინების თეატრში უმუშავია კომენდანტად. სწორედ მაშინ გავიცანი
ლეილა აბაშიძე, უიმედოდ შემიყვარდა და ცოლის მოყვანა აზრადაც აღარ მომსვლიაო, - მეუბნება...

- ყველაზე ძველი "კათარზისელი" ვარ. 23 წელია, ყოველდღე აქ დავდივარ, ეს არის ჩემი სახლი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან. გამსახურდიას დროს ბინა დამეწვა, 12 წელი სასტუმრო "საქართველოში" ვცხოვრობდი. 20 წლის ვიყავი, ლეილა აბაშიძე რომ
გავიცანი. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული, - მეუბნება და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, - მე, რეზო ჩხეიძე და ლეილა ვართ... ყოველთვის გულისჯიბით დავატარებ... დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ. შინაც სულ მისი ფოტოები მაქვს გაკრული... ყველა სპექტაკლზე ვარდები მიმქონდა... ცოტა ხნის წინ სოციალური აგენტი იყო მოსული და როდესაც ლეილას ამდენი ფოტო ნახა, ჩაიცინა, ამის შემხედვარე უცოლოდ დარჩებოდი აბა რაო!.."

"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"

გვანცა
11 აპრილი 2018 11:24
მართლაც მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებოდა. უფალმა ნათელში ამყოფოს.
tamunia
10 აპრილი 2018 00:07
leila mamachemis pirveli siyvaruli iyo...miyvarda dzalian da gmertma nateli daumkvidros

რედაქტორის რჩევით