"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს

38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია. ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. - აქ მუშაობა კარგიაო, - გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"2 წელია, აქ ვმუშაობთ. სასაფლაოზე კვირაში ორჯერ ამოვდივართ. საფლავებს ვალაგებთ, ბალახისგან ვწმენდთ. რომ შეხედავთ, ეტყობა, ჩვენი დალაგებული რომელია. უკვე 100-ზე მეტ საფლავს ვალაგებთ და ვასუფთავებთ..."

"უზარმაზარი მარმარილოს ქვებია, რაც პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს. 20 ათასი ლარი საფლავზე რომ არ დახარჯონ, ხომ შეიძლება, მიცვალებულის სული სხვაგვარად აცხონონ? ასეთ საფლავებსაც ისევე ვუვლით, როგორც დანარჩენებს. ხელშეკრულებით რაც გვევალება, იმას ვაკეთებთ - ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ორადგილიანია საფლავი, გრანდიოზული თუ უბრალო ჯვარი ადევს..."

"ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წლისას უკვე ჩემი ბიზნესი მქონდა: მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ავტომობილების ბიზნესი... მოკლედ, რა საქმეში არ ვიყავი ჩართული... საკმაოდ ძლიერი ოჯახიც მქონდა, მაგრამ რაღაცების გამო, ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს..." იხილეთ სრულად

ეთო ყორღანაშვილი