რა პროფესიებზეა ევროპაში მოთხოვნა და რომელ ქვეყნებში შეძლებთ ლეგალურად დასაქმებას?
რა პროფესიებზეა ევროპაში მოთხოვნა და რომელ ქვეყნებში შეძლებთ ლეგალურად დასაქმებას?
"გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორი და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ" - ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის კუთხით ხელისუფლება აქტიურობას იწყებს

დღეს მსოფლიოს მასშტაბით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი
გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ცირკულარული (ანუ შრომითი) მიგრაციის მიმართულებით. ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლოა სულ მალე ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს.
ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია გვესაუბრა.

- ცირკულარული მიგრაციის მთავარი მიზანია
შეარჩიოს ის კადრები, რომლებიც დეფიციტურია იმ ქვეყნებში
, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ჩვენმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ და მიიღონ ის ანაზღაურება, რა ანაზღაურებასაც იღებს ადგილობრივი მოქალაქე. მისი უფლებები ისე იყოს დაცული, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქის, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევის უფლება და სხვა. მარტივად, რომ ვთქვათ ჩვენი მოქალაქის არსებობა და მუშაობა გახდეს ლეგალური.

ცირკულარული მიგრაცია საშუალებას აძლევს სამ მხარეს: მიმღებ ქვეყანას, მიგრანტს და სამშობლოს ე.წ სამმაგი სარგებელი მიიღოს.

- ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული, რომელიც ფართო მასებისთვის უცნობია. რა გაკეთდა ამ კუთხით დღემდე და თუ დასაქმდნენ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალურად?

- 2015 წლამდე შრომითი მიგრაციის შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტი არ არსებობდა. ამ მიმართულებით პირველი რეგულაციები სწორედ 2015 წლიდან გაჩნდა, რომლითაც ავიღეთ ვალდებულება ქვეყნის დროებითი ლეგალური სქემების დანერგვის მიზნით აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. აღნიშნული მოდელის ფორმირება და პრაქტიკაში პილოტირება დაისახა მიზნად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისმა. პილოტირებისათვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი, შემუშავდა პროექტი, რომელიც IOM- ის განვითარების ფონდის (IOM Development Fund) მიერ დაფინანსდა.

ამ ეტაპზე ჩვენ გავაგზავნეთ ელექტროშემდუღებლები პოლონეთში. მიმდინარეობს შერჩევა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განიხილება სამშენებლო პროფესიები, ასევე ტურიზმის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანები და სხვა. სიახლე ის არის, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები, ხელი მოეწერება ხელშეკრულების პროექტს და შესაძლოა სულ მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. ასევე მოლაპარაკებები მიდის რუმინეთთან და კატარის რესპუბლიკასთან.

- როდესაც სოციალური პრობლემების გამო ხდება მიგრაცია, ამას აქვს მასიური ხასიათი. გვითხარით რა გამოცდილება აქვს ცირკულარულ მიგრაციას და მასიურად თუ არის შესაძლებელი არალეგალური მიგრაციის ჩანაცვლება ან შემცირება?
- ბალკანეთის ქვეყნებშია საკმაოდ აპრობირებული, ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდანაც არის ნაკადი მსგავსი პროექტით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ძალიან კარგად მუშაობს. მთავარი პრობლემა, როცა ჩვენი მოქალაქე არალეგალურად რჩება უცხოეთში, არის ინფორმაციის სიმწირე. შეიძლება ძალიან კარგი კადრია, მაგრამ არალეგალური შრომის დროს ივიწყებს საკუთარ პროფესიას, მუშაობს ჩუმად, აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე და იკარგება, როგორც კარგი კადრი.

ბუნებრივია მასიური ჩანაცვლება ვერ მოხდება არალეგალური მიგრაციისა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის რაც ზემოთ მოგახსენეთ ეს იყო საპილოტე პროექტი. ამჟამად პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიდის მოლაპარაკებები, რომ ქვეყნებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულებები.

ჩვენს ბაზარზეც კვალიფიკაციის დეფიციტია. ჩვენი ბიზნესიც ითხოვს ჰყავდეს კვალიფიციური კადრი. ჩვენ შევეცდებით მოხდეს ისეთი კადრების შერჩევა, რომ ჩვენი ბაზარი არ დაზარალდეს ინტელექტის გადინებით. მივაწოდოთ ის ჭარბი სამუშაო ძალა, რომელიც ამჟამად უმუშევარია დროებით და მოთხოვნა არის უცხოეთში.

- ვფიქრობ, რომ მასიურად ცნობილი არ არის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ჩვენი საზოგადოებისთვის? ვინ არიან თქვენთვის სამიზნე ჯგუფები და როგორ შეიძლება დააინტერესოთ ისინი?
- კანონმდებლობა ამ კუთხით მუდმივად დასახვეწი და გასაუმჯობესებელია. ჯერ მხოლოდ მესამე წელია აღნიშნული პროექტი დაიწყო. უშუალოდ ცირკულარულ მიგრაციაზე საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა ჩაიბარა. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე უწყებას.

მაგალითად, 2013-2016 წლებში გერმანიამ საპილოტე პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა... ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორი და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ ზოგჯერ.
ბუნებრივია ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ გამგზავრებამდე წინასწარ მიიღონ ინფორმაცია.

რაც შეეხება ცირკულარულ (შრომით) მიგრაციას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. Worknet- ზე მალე გაჩნდება ცალკე ლინკი, სადაც უშუალოდ უცხოეთში სამუშაოს მაძიებლებს შეეძლებათ დარეგისტრირება.

ევროკავშირის მასშტაბით ახლა მკვიდრდება ახალი მიდგომა მიგრაციულ პროცესებთან მიმართებაში. მაგალითად, ადრე თუ რეგულირდებოდა მხოლოდ მიგრაციული ნაკადები, დღეს, აქტიურად საუბრობენ ქვეყნებმა გამოიყენონ მიგრაციის დადებითი მხარეები, ანუ "მიგრაცია და განვითარება." ემიგრანტების ფულადი გზავნილები წელიწადში უკვე 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ვმუშაობთ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს.

- არალეგალ ემიგრანტებს უფრო იძულებით დაბრუნების და შიმშილის ეშინიათ, ვიდრე იქ არალეგალად ყოფნის... რამდენად შეძლო ჩვენმა სახელმწიფომ ნდობა გაეზარდა ემიგრანტებში და რა შეიცვლება მათთვის ვინც უკვე ემიგრაციაშია და არალეგალურად მუშაობს?
- ამ მიმართულებით ამოქმედდა რეადმისიის ანუ ნებაყოფლობითი დაბრუნების პროექტი. ვინც ნებაყოფლობით დაბრუნდება, ამ ადამიანს არალეგალის სტატუსი გარკვეულწილად ეხსნება. მერე, მას შეეძლება ცირკულარული მიგრაციის პროექტშიც მიიღოს მონაწილეობა.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კი შრომითი მიგრაციის კუთხით დავიწყებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად  საიტისთვის)

მაია
24 მაისი 2018 07:43
ესეიგი საქართველოდან უკვე ლეგალურად შრომითი ბიზით გავა ხალხი. ეს ერთის მხრივ კარგია და მეორეს მხრივ დაცარიელდება საქართველო. მაინტერესებს რომ ამბობენ ჩვენთანაც ჩამობიყვანთ სამუშაოდ სპეციალისტებს, რომლებიც გვჭირდებაო - ანაზღაურება რა ექნებათ? ჩვენ რასაც გვაძლევენ? ვინბიმუშავებს მაგ ხელფასზე?
რატომ კეთდება აქცენტი საზღვარგარეთ წასვლაზე და არს სამუშაო ადგილების აქ შექმნაზე, სად მიდის პრივატიზაციიდან შემოსული თანხები? ხომ შეიძლებოდა ამ თანხით მუნიციპალური საწარმოების ამუშავება და ხალხის დასაქმება? რატომაა, რომ აქარმოე საქართველოს ფარგლებში არ აგინანსებენ ასეთ საწარმოებს?
ლიკა
10 მაისი 2018 12:15
როდის იქნება ესაა მტავარი
tamari
25 აპრილი 2018 14:43
რომელ სამინისტროს უნდა მივმარტოტ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?