"მე ვარ დედა, რომელსაც შვილი წაართვეს..." - დაუჯერებელი ისტორია, რომელიც საქართველოში მოხდა!
"მე ვარ დედა, რომელსაც შვილი წაართვეს..." - დაუჯერებელი ისტორია, რომელიც საქართველოში მოხდა!
"მინდა, გაზეთის საშუალებით ნათიას მივმართო: შვილო, შეიძლება გული გეტკინოს, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე... "

იმდენად დაუჯერებელია ეს ისტორია, რომ შესაძლოა, ვინმეს გამოგონილიც ეგონოს, თუმცა სინამდვილეა და ნამდვილი გმირები ჰყავს...­ ყველაფერი 1984 წლის 16 აგვ­ისტოს დაიწყო... არაოფიციალურად დაქორწინებულ ზუგდიდელ ფატიმა ქირიას მეუღლისგან შვილი შეეძინა. ეს ფაქტი­ ახალგაზრდა ქალის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას დაემთხვა
ისიც, რომ ფატიმას მეუღლე დაიჭირეს. ორსულობის დროს ქალს ნაყოფის მოშორებას აიძულებდნენ, მაგრამ ის წინააღმდეგი იყო, მშობიარობის შემდეგ კი ოჯახმა ულტ­იმატუმი წაუყენა: სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდები, თუ ბავშვს სამშობიაროში დატოვებო.­ ქალი შინ ჩვილის გარეშე დაბ­რუნდა, ახალშობილი კი სენაკის სამშობიაროდან­ ჯერ - ქუთაისის, შემდეგ კი წყნეთის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, მერე კი კვალი გაქრა...

შარშან ივლისში ფატიმას ახალგაზრდა ქალი
ესტუმრა, რომელიც მისი 33 წლის წინ დაკარგული შვილი, ნათია აღმოჩნდა... ფატიმა ქირიასთან მაშინ ინტერვიუ ჩავწერეთ, მაგრამ მისივე თხოვნით, არ დაიბეჭდა, რადგან ელოდა დნმ-ის ანალიზს, თუმცა, ნათია ანალიზის პასუხებთან ერთად ისევ გაუჩინარდა.

ფატიმა ქირია: - მაშინ ჩემმა გოგონამ მთხოვა, ანალიზის პასუხებამდე არ გამეხმა­ურებინა ეს ამბავი. მითხრა, რამდენიმე თვეში, როცა პასუხი იქნება, დადებითის და უარყოფითის შემთხვევაშიც დაგირეკავ და გაგაგებინებო, მაგრამ პირობა არ შეასრულა, მე კი ერთი წელი მოთმინებით ველოდი მის გამოჩენას. მაპატიე, შვილო, რომ ეს ისტორია ერთი წლის შემდეგ სააშკარაოზე გამომაქვს, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე... 33 წელი ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ სიკვდილამდე ერთხელ მაინც მენახა ჩემი შვილი. ეს ნატვრა ამიხდა, მაგრამ ნათია კვლავ გაუჩინარდა. მინდა, თავიდან გიამბოთ ყველაფერი, რომ გაიგოთ, რა ტანჯვა გამოვიარე... "

დაბადებიდან ვკოჭლობ. ამის გამო მშობლებსა და დედმამიშვილებს ჩემი რცხვენოდათ, მათგან გამუდმებით დამამცირებელ სიტყვებს ვისმენდი. საშინელებაა, როცა დედა ინვალიდს გეძახის. ვერ წამოედგინათ, რომ ფიზიკური ნაკლის გამო შეიძლებოდა ოდესმე მეც შემექმნა ოჯახი... ერთ თანასოფლელ ბიჭს შევუყვარდი, მერე ჯარში წავიდა და წერილებს მიგზავნიდა, მაგრამ ფოსტალიონს ჩემი მშობლები და დები ართმევდნენ. ჩემი და მის ოჯახშიც მისულა, კოჭლი ქალი რამ მოაწონაო. მერე იმ ბიჭის დედამ მითხრა ყველაფერი...

გავიდა ხანი და ფატიმას ცხოვრებაში­ სხვა მამაკაცი გამოჩნდა... დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ სამი თვის ფეხმძიმე იყო, მეუღლე რომ დაიჭირეს. მერე დაიბადა გოგონა, მაგრამ...

- როცა ჩემი ორსულობის ამბავი ჩემებმა გაიგეს, გაბრაზდნენ. რაც შენ ჩაიდინე­, ოჯახის სირცხვილიაო. სამი თვის ორსული მარტო აღმოვჩნდი, გვერდით არავინ მყავდა, ვინც გამამხნევებდა. 1984 წლის 16 აგვისტოს ნათია გავაჩინე. პალატაში გამოყვანისთანავე დედაჩემმა მითხრა, ამ ბავშვს აქ დატოვებ, თუ არადა, სახლში არ შემოგიშვებთო. არჩევანის წინაშე დავდექი:­ ან შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრება და გაურკვეველი მომავალი მელოდა, ან ბავშვზე უარის თქმა. დარეჯან უჩანეიშვილმა მამშობიარა. მითხრა, ქუთაისის ბავშვთა სახლში მივაბარებთ და მერე გაიყვანო. ჩემმა მეუღლემ ბავშვის დატოვების შესახებ არაფერი იცოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასზეც ისევ ჩემი ოჯახის გამო ვთქვი უარი...
ნათია სამ წლამდე ქუთაისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მისი ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ. როცა წყნეთში გადმოიყვანეს, პირველად მაშინ ვნახე. მერე გავთხოვდი და გამიჩნდა მარიკა, მაგრამ ნათიასთან კონტაქტს არ ვწყვეტდი. მეუღლე მაიმედებდა, სახლი რომ გვექნება, ნათიაც გამოვიყვანოთო. სახლის აშენებას ვაპირებდით, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ისევ დედაჩემი და დები ჩაერივნენ და მეორე ოჯახიც დამენგრა...
წყნეთის ბავშვთა სახლში ხშირად დავდიოდი, თუმცა არასდროს უთქვამთ, რომ ჩემი მისვლა ხელმოწერით უნდა დამედასტურებინა. მეუღლეს ახალი გაშორებული ვიყავი, როცა განათლების სამინისტროდან შეტყობინება მოვიდა, თბილისში მიბარებდნენ. ერთი ქალი დამხვდა, მისი სახელი და გვარი არ ვიცი. მითხრა, ბავშვის გაშვილების საკითხი დგასო...

- რა შუაში იყო განათლების სამინისტრო?

- მაშინ ბევრი სტრუქტურა ერეოდა ამ საკითხში. ორ დღეში მოვაგროვე დოკუმენტები, თუმცა ჩემი ოჯახიდან არავინ მომიწერა ხელი, რომ წყნეთიდან წამოყვანის შემთხვევაში ნათიას სახლში მიიღებდნენ. მერე წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შემომთავაზა, მარიკაც წამოიყვანე და აქ დაგაწყებინებთ მუშაობასო. მხოლოდ ასე შემეძლო ჩემს ორივე შვილთან ყოფნა. ბავშვთა სახლის დირექტორს ჩავაბარე საბუთები, პირობა მომცა, რომ ნათიას არ გააშვილებდნენ. მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა დამ, დარიკომ, მარიკას გაშვილებაც მოინდომა, ფატიმა ინვალიდია და ბავშვს ვერ გაზრდისო. ბედის ირონიაა - დარიკო გათხოვდა, ტყუპი გოგონა შეეძინა, მშობიარობის შემდეგ ინსულტი დაემართა, 14 წელი კომაში­ იყო და მერე გარდაიცვალა. ერთხანს თითქოს გამოვიდა მდგომარეობიდან, საუბარიც შეძლო და მომიბოდიშა, მთხოვა, აუცილებლად მოძებნე ნათიაო... მისი ტყუპი ერთი თვისაც არ იყო, რომ წამოვიყვანე და დღემდე ვზრდი. ვზრდი იმ დის შვილებს, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა.

ნათია ბოლოს რომ ვნახე, მეორე კლასში იყო. ძალიან მალე, როცა წყნეთის ბავშვთა სახლს მივაკითხე, მითხრეს, რომ გააშვილეს. ამის შემდეგ ნათიას კვალი იკარგება. გაშვილების მიზეზად კი ის დამისახელეს, რომ საბუთებზე ხელი მქონდა მოწერილი, თან თითქოს ჩემს შვილს არ ვნახულობდი. საბაბად ის გამოუყენებიათ, რომ ჩემს მისვლას ხელმოწერით არ ვადასტურებდი. როგორც მერე გავარკვიე, ჩემ მაგივრად გაშვილებაზე ხელი ჩემს დას მოუწერია და ორი ათას ხუთასი მანეთი აუღია, ჩემზე კი უთქვამს, რომ ცოცხალი აღარ ვიყავი. მას შემდეგ ძებნა არ შემიწყვეტია. როგორც გავარკვიე, ნათია საბურთალოზე, ერთ ოჯახს უშვილებია. საბუთები მოვითხოვე, მაჩვენეთ, ჩემ მაგივრად გაშვილების თანხმობაზე ვისი ხელმოწერაა-მეთქი. მითხრეს, სადღაც არის გადაგზავნილიო..."

შარშან, 3 ივლისს, დილაადრიანად, დიასახლისმა დამიძახა, გოგონა გკითხულობსო. შევიპატიჟე. ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნეს სტატია, სადაც დაკარგულ შვილზე ლაპარაკობთ და ჩვენი ამბავი ძალიან ჰგავს ერთმანეთსო. ალბათ, მე ვარ ის ნათია, თქვენ რომ ეძებთო. ადგილზე გავიყინე. ვიცანი - მართლა ჩემი შვილი იყო. ძალიან მგავს. გამაფრთხილა, მაინც ნუ დაიმედდებით, იქნებ არც ვარ თქვენი შვილიო. ნათიამ ბავშთა სახლში ფეხზე მდუღარე წყალი გადაისხა და ნაკვალევიც დარჩა. მაშინვე ეს ვუთხარი. გაგიჟდა, ფეხზე დამწვრობის კვალი მართლაც მაქვსო. დაბადების წელი, თვე და რიცხვი შეუცვალეს - 1984 წელს დაიბადა, თუმცა პირადობის მოწმობაში 1983 წლის აპრილი უწერია...

გერმანიაში ცხოვრობს, დრეზდენში გათხოვილა. პატარა ჰყოლია. გამზრდელი მშობლები თბილისში არიან, მათი გვარიც ვიცი. მთხოვა, ჯერ არაფერი მეთქვა, გამ­ზრდელ მშობლებს რამე არ დაემართოთო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ტელეფონის ნომერი არ დამიტოვა, აღარ მაქვსო. არც სოციალურ ქსელში ვარ და არც მეილი მაქვსო. დნმ-ის ანალიზის გაკეთება შევთავაზე. უარი არ უთქვამს. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც მოვიდა, ჩანთიდან ამოიღო სამედიცინო ხელთათმანი და კონტეინერები. პირის ღრუდან თვითონ ამიღო ნაცხის ანალიზი, მერე კონტეინერში მოათავსა და მითხრა, ანალიზს გერმანიაში ჩავატარებ, პასუხი ერთ კვირაში იქნებაო. რომ მიდიოდა, ჩემს გოგონებს დაუბარა, დედას მიმიხედეთო. ერთი თვის შემდეგ დაფარული ნომრით დარეკა, მოვლენ ექსპერტიზის ბიუროდან და ხელახლა აგიღებენ ანალიზსო. კიდევ ერთხელ ამიღეს ანალიზი...

მინდა, თქვენი საშუალებით ნათიას მივმართო: შეიძლება გული გეტკინოს, შვილო, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე. თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრა, რომ შენი ცხოვრების არევას არ ვაპირებ, არც რამე პრეტენზია მაქვს შენს აღმზრდელ მშობლებთან - მათ გაგზარდეს და დიდი ამაგი აქვთ. მე ვარ დედა, რომელსაც შენი თავი წაართვეს და მთელი ცხოვრება გეძებს. გთხოვ, გამომეხმაურო. ნუ ინერვიულებთ, ნათიას გამზრდელო მშობლებო, მე თქვენ შორის არ ჩავდგები, პირიქით, თუ რამე შემიძლია, მხარში ამოგიდგებით, ოღონდ ჩემი შვილის სითბოს ნუ დამაკარგვინებთ.

მარიკა ქირია, ფატიმას შვილი: -
რაც თავი მახსოვს, დედა ჩემს დას ეძებს. მართალია გამოჩნდა, მაგრამ ისევ გაუჩინარდა და უამრავი კითხვა დაგვიტოვა... ვერ ვხვდები, ასე რატომ მოიქცა. ნათია, ჩვენ ერთი დედა გვყავს, მინდა, რომ ბევრი დაკარგული წელი როგორღაც ავინაზღაუროთ... "

თორნიკე ყაჯრიშვილი
კარმა ცუდი რამეა
25 აპრილი 2018 13:47
საწყალი ქალი, ეს რა საშინელი ისტორიაა!
ასეტი და რომ გეყოლება და ასეტი ოჯახი :( სატანების ოჯახი

უფალმა მოგცეტ ქნო ძალა და ნატიას ვტხოვთ ნუღარ აწვალებ შვილო სენს ისედაც გატანჯულ დედას, შეიბრალე , საკუტარმა ოჯხამ ცხოვრება რომ ტანჯვად და ჯოჯოხეტად უქცია ამ უბედურს შენც ნუ დაადგგამ ფეხს ჭრილობაზე
ინგა
24 აპრილი 2018 22:07
დედობა უფრო მეტია ვიდრე გააჩინო. დედობა არის, რომ უყურებ, როგორ ფორთხავს, კისრის დაჭერას სწავლობს, დედობა არის, უყურებ რა ტკივა, რა უხარია და იზიარებ ველ;აფერს. ე, ი, თვითონ თბილად დაბრუნდა სახლში და უსუსური უმწეო პატარა ვის ანდო? დაანებეთ თავი ნუღარ უნგრევთ ცხოვრებას მიტოვებულ შვილებს. თქვენი წილი სითბო სხვამ მისცა, ახლა რაღას ჩხრეკავთ?არის გამონაკლისები მოპარეს გაუშვილეს ეს სხვაა. მეც ვიყავი გაშვილებული, მთლად გაშვილებულიც არ მეთქმოდა დედაც ვიცოდი მამაც, დედმამიშვილიც უბრალოდ მამიდას მაშინ არ აძლევდნენ მეტი ფართის აშენების უფლებას და ჩამწერა და ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი . მახსოვს შემოწმებაზე, რომ მოსულან ფინგანიდან , გამიყვანდა და ეტყოდა, რომ მიშვილა. მეთორმეტეც წელში ვიყავი, რომ გადავედი ჩემს ბიოლოგიურ მშობლებთან. მიუხედავად იმისა, რომ თან მყვებოდა მამიდაც და ჩემზე 27 წლით დიდი მამიდაშვილი დავბერდი ქალი და დღემდე მტკივნეულად განვიცდი. რატომ მე? მერე უკვირდათ რატომ მიყვარდა მამიდა და დედა სულ ლანძღავდა . მიხვდა, რომ ვერანაირი ძალა იმ სიყვარულს ვეღარ წაშლიდა იმ სითბოს, რაც მამიდამ მომცა. ხო, მე ის ძალიან მიყვარდა. ჩემი პირველი გაკვეთილი მამიდაშვილმა ჩაიბარა, ის მბანდა, მალამაზებდა, მასწავლიდა წესრიგს. სკოლამდე ბაბოსთან და დეიდასთან ვიყავი .ჰოდა , სკოლიდან ბევრჯერ პირდაპირ მამიდასთან მივდიოდი. არდადეგებზე და შაბათ -კვირას ბაბოსთან გავრბოდი გინდაც ზამთარი ყოფილიყო, მიშლიდნენ ამ ყინვაში რა უნდა აკეთო სოფელში. არც არაფერი იქ მიგიწევს გული სადაც ბავშვობაში სითბო გაჩუქეს. და სანამ მშობლების ოჯახში ვიყავი სულ გაღიზიანებული ვიყავი.არ იფიქროთ დედა არ მიყვარდა, მიყვარდა მაგრამ, დედა , რომ გავხდი გაოგნებული დავრჩი როგორ შეეძლო ასე ჰარალედ შვილის მიბარება. თან მამა და დედა ერთად ცხოვრობდნენ.მე ყველა ბატონები ბებოსთან და დეიდასთან მოვიხადე.
nin
24 აპრილი 2018 21:48
რა ბოროტი ოჯახი ჰყოლია საწყალს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები