"ახლაც გვიჭირს დაჯერება" - ვინ არიან ქართველი გოგონები, რომლებმაც NASA-ს საგზური მოიპოვეს
"ახლაც გვიჭირს დაჯერება" - ვინ არიან ქართველი გოგონები, რომლებმაც NASA-ს საგზური მოიპოვეს
სამი გამომგონებელი მოსწავლე 17 წლის თამო მიქელაძე და ნინი ხუნძაკიშვილი და 15 წლის ანი თეთრაშვილი ზაფხულში NASA-ში გაემგზავრება და საოცნებო ადგილს მოინახულებს, ჩაერთვება ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნიკურ აქტივობას მოიცავს. პატარა გამომგონებლები ასევე NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის მუზეუმებს, გალერეებს და ისეთ დახურულ ადგილებს დაათვალიერებენ, სადაც ვიზიტორებსა და ტურისტებს არ უშვებენ.

ყველაფერი "რობოტი ლაბორანტის" შექმნის იდეით დაიწყო, რომელიც განხორციელების შემდეგ "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე"
გაიტანეს და პირველი ადგილიც მიიღეს. როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, თამო მიქელაძე ამბობს, გამოგონების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიმნაზია AIA GESS-სს,
სადაც მოსწავლეები STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) წრეზე დადიან და მენტორთან, დავით სონღულაშვილთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ.

რა არის "რობოტი ლაბორანტი" და საიდან გაჩნდა მისი
შექმნის იდეა?

თამოს და მისი გუნდის წევრებს აწუხებდათ, რომ ბავშვების დიდ ნაწილს სამეცნიერო ლაბორატორიებზე წვდომა არ აქვს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას ართულებს.

"ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა უკვე რეალური და დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მართვადი ლაბორატორია. შემდეგ ეს იდეა მენტორთან ერთად დავხვეწეთ და მუშაობა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ დაინტერესებულ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, ცოდნა არამხოლოდ წიგნების და ინტერნეტის მეშვეობით, არამედ, კვლევებით მიეღოთ და გაეაზრებიანთ მოვლენის ფიზიკური შინაარსი და ექსპერიმენტატორის უნარი ჩამოყალიბებოდათ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები