საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდება - კვირის პალიტრა

საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ქარხანა, რომელშიც წარმოებული ელექტროავტობუსები ექსპორტზე ევროკავშირში გავა, სავარაუდოდ, რუსთავში აშენდება

უკვე ვწერდით, რომ 3-4 თვეში თბილისში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.

ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში იგეგმება ქარხანის აგებაც, რომელშიც წარმოებული ელექტროავტობუსები ექსპორტზე ევროკავშირში გავა.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ქარხანა, სავარაუდოდ, რუსთავში აშენდება.

"ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დიდი ალბათობით კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობაც, სწორედ რუსთავის ტერიტორიაზე დაიწყება. გაგრძელება