"თუ გვიჭირს, თუ ჩვენი ცხოვრება მძიმედ მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ სინათლე არ გამოჩნდება" - კვირის პალიტრა

"თუ გვიჭირს, თუ ჩვენი ცხოვრება მძიმედ მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ სინათლე არ გამოჩნდება"

მომღერალი მარიამ როინიშვილი, რომელსაც როგორც ამბობს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლების შესრულების ბედნიერება ხვდა წილად, გვიამბობს, რა აძლევს ყველაზე დიდ ენერგიას ცხოვრებაში... გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

- მარიამ, რა დედური შენიშვნები გაქვთ შვილის მიმართ?

- ძირითადად: "იმეცადინე, ელენე" და "ჭამე, ელენე" (იცინის). ამჟამად, ამით შემოვიფარგლებით. საერთოდ, შენიშვნა უხეში ნათქვამია. ჯობია, "კეთილი სურვილი" და "რჩევა" დავარქვათ, მაგრამ ხანდახან დედებს არ გამოგვდის, რომ "კეთილად" ვურჩიოთ: შვილს ასჯერ რომ ვეტყვი, ჭამოს, მაგრამ არ შეჭამს, შემდეგ უფრო მომთხოვნი ტონით ვეუბნები, რომ ჭამოს.

- ცხოვრებაში ყველაზე დიდ ძალას, ენერგიას რა გაძლევთ?

- ჩემი შვილი და სიმღერა. ეს ორი, მთავარი დეტალია, რაც ძალას მაძლევს, ასევე - ოჯახი, მეგობრები...

- ოდესმე უიმედოდ ყოფილხართ?

- ალბათ, მხოლოდ რამდენიმე წამს. მალევე მოვსულვარ გონს, რადგან იმედის გადაწურვა ადამიანისთვის ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია. მათ არ განვიკითხავ, ვისაც იმედი გადასწურვია - ალბათ, ამის ძალიან დიდი საბაბი ჰქონდათ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ვუსურვებ, ახლის იმედი არასოდეს დაეკარგოთ, რადგან ცხოვრებაში აუცილებლად ინათებს... თუ გვიჭირს, თუ ჩვენი ცხოვრება მძიმედ მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქ ვრჩებით, ერთ ადგილას ვიყინებით: ხვალ, ზეგ, აუცილებლად გათენდება და სინათლე გამოჩნდება, რაც იმედის გარეშე არ გამოდის. საერთოდ, მთელ საქართველოს ვუსურვებ, ახლის, ძალიან კარგის იმედი არასდროს დაკარგოს, რადგან სწორედ იმედი განაპირობებს იმას, რომ ყველას ცხოვრებაში ნამდვილად განათდება... იხილეთ სრულად

ეთო ყორღანაშვილი