როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-23 აპრილს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-23 აპრილს

22-23 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წინა დღეებთან შედარებით, 2 – 3 გრადუსით მოიმატებს და 14–20 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.