"ქალს ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

"ქალს ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს"

"ქალბატონებიც და მამაკაცებიც რაც მეტად მოუვლიან თავს, მივესალმები. მამაკაცს ბოდიბილდერის "კუბიკები" და პრესი შეიძლება არ ჰქონდეს და ეს არცაა საჭირო, მაგრამ სასურველია, კარგ ფორმაში იყოს, ქალს კი ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს", - ამბობს მსახიობი იმედა არაბული, რომელიც სპორტული, არამწეველი, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წონისა და ფიგურის შესაბამის სწორად ჩაცმასა და სხვა თემებზე გვესაუბრება. თუ როგორი ქალბატონები მოსწონებია მას, ამას ინტერვიუში წაიკითხავთ.

- ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს, მაგრამ ხან გამომდის, ხან - არა. სიგარეტს არ ვეწევი, რადგან არ მიყვარს. აქტიური მწეველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოფილა პერიოდები, როცა გამიბოლებია, ვერთობოდი და ეს გართობის პერიოდი ერთი-ორჯერ რომ გამეწელა, მე თვითონ გადავაგდე. სპორტით ყოველდღე დაკავებული არ ვარ, მაგრამ პერიოდულად ვვარჯიშობდი ხოლმე. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტილი ძალიან მომწონს, ამას მივესალმები. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ისიც არაჯანსაღად რატომ უნდა ვიყოთ, ვერ ვხვდები.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცმა თავის გარეგნობას ყურადღება მიაქციოს, მით უმეტეს, მსახიობმა, რადგან სცენაზე მაყურებელი ყოველ დეტალს ამჩნევს?

- მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. პრესის "კუბიკებით" დიდად ვერც მე დავიკვეხნი, მაგრამ ვცდილობ, დიდი ღიპი არ მქონდეს (იცინის). მუცელზე ცოტა ცხიმს მეც ვებრძვი და გეთანხმებით, რომ ადამიანი, მსახიობი მამაკაცი, ესთეტიკურად ლამაზი შესახედავი უნდა იყოს. ბოდიბილდერის "კუბიკები" და პრესი შეიძლება არ ჰქონდეს და ეს არცაა საჭირო, მაგრამ სასურველია კარგ ფორმაში იყოს. მოუვლელი სხეული არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ახალგაზრდა მამაკაცს ან ქალბატონს. საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი ქალი რომ წუწუნებს, ზედმეტი წონა მაქვსო, მე სულაც არ მომჩვენებია ის წონა ზედმეტად, პირიქით - უხდებათ. გაგრძელება