"ნეტა ყველას ქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მე ჩემს შვილებთან" - რას ამბობს გორში გაუჩინარებული გოგონების მამა? - კვირის პალიტრა

"ნეტა ყველას ქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მე ჩემს შვილებთან" - რას ამბობს გორში გაუჩინარებული გოგონების მამა?

ოჯახი გორიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ამ დრომდე ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების მსვლელობისას მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

გაუჩინარებულ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 5 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილების გაუჩინარებას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ამავე ვერსიით, მოზარდებს მშობლებთან მოუვიდათ კონფლიქტი, მეორე დღეს კი მათ გაქცევა გადაწყვიტეს.

ასევე ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომ გოგონები თანატოლების მხრიდან ხშირად იყვნენ ბულინგის მსხვერპლი და მათ გაქცევა სწორედ ამ მიზეზით დაგეგმეს. მოზარდ დებზე თანატოლების მხრიდან ბულინგის ფაქტებს გორის N7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

გოგონების მამის, მამუკა მეგრელიშვილის თქმით, მისთვის უცნობია შვილების გაუჩინარების მიზეზი.

"სკოლაში წავიდნენ ჩვეულებრივად, როგორც ყოველვის მიდიან ხოლმე. დღემდე არ დაბრუნებულან. არანაირი პასუხი არ მაქ, რის გამო წავიდნენ, რატომ წავიდნენ. არც ტელეფონები აქვთ წაღებული, უბრალოდ ტანსაცმელი აქვთ წაღებული. ნეტა ყველას ჰქონდეს ეგეთი ურთიერთობა, როგორც მე მაქვს ჩემ შვილებთან, გამორიცხულია, მეცემა. ყოველთვის იმას ვცდილობდი, გვერდში დავდგომოდი, რა გიჭირთ შვილებო, რითი დაგეხმაროთ", - ამბობს გოგონების მამა.

იხილეთ ვიდეო