"ძლიერი მეგონა თავი, მაგრამ არ ვყოფილვარ, გიორგიმ მაჯობა..." - რას ყვება გიორგი მახარაძის დედა? - კვირის პალიტრა

"ძლიერი მეგონა თავი, მაგრამ არ ვყოფილვარ, გიორგიმ მაჯობა..." - რას ყვება გიორგი მახარაძის დედა?

"ჯერ კიდევ ვერ ვხდები, რომ კარგად ვარ...  ძალიან რთული პერიოდი გავიარე...  ახლა ყველაფერი კარგად არის. უფრო ძლიერი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ არ ვყოფილვარ. გიორგიმ მაჯობა..." - ამის შესახებ მსახიობი გიორგი მახარაძის დედამ თეონა ჩივაძემ "ნანუკა ჟოროლიანის შოუში" ისაუბრა.

"თავიდან დარტყმა იყო სასწაული. სიტყვა ქიმიის ხსენებაზე საერთოდ გადამეკეტა... შევყარე მსოფლიო, მიშველეთ, დამეხმარეთ-მეთქი. ვიფიქრე, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრება, რომ მითხრეს ავთვისებიანი სიმსიმვნეაო... ერთხელაც  24-საათინი ტირილის შემდეგ შემოვუძახე ჩემს თავს, გიორგისთან მაინც ნუ იმჩნევ-მეთქი", - ამბობს მახარაძის დედა.

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თავს კარგად გრძნობს. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, ამის შესახებ მან თავად აცნობა საზოგადოებას "ინსტაგრამის" პირადი გვერდიდან.