"კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები" - რატომ დაიწყო ქართველების ბარსელონელმა სიძემ ჩვენებური კერძების მომზადება?
"კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები" - რატომ დაიწყო ქართველების ბარსელონელმა სიძემ ჩვენებური კერძების მომზადება?
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვეტა. ბარსელონაში ჩასულს ორ კვირაში გამოუჩნდა დროებითი სამუშაო. მიგრანტისთვის სასიხარულო იყო ეს ფაქტი: გამოცდილებაც მიიღო და ნელ-ნელა ეცნობოდა სამხრეთ ევროპულ ცხოვრებას. მერე ჩავიც გამოჩნდა მის ცხოვრებაში...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული, ქართველი ემიგრანტი ქალისა და უცხოელის სიძის საინტერესო ინტერვიუდან:

ეკატერინე:
"არასდროს დამავიწყდება 2012 წლის 30 იანვარი, როცა პირველად შევხვდით მე და ჩავი ერთმანეთს. სულ ხუთი წუთი დავყავით
ერთად მაშინ, მაგრამ ინტერნეტით კვლავ გავაგრძელეთ ურთიერთობა. 3 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და გეპატიჟებიო, - მომწერა. ჩემს "ბედად", მაშინ გარდაიცვალა ის მოხუცი, ვისაც ვუვლიდი. ასე რომ, დრო მქონდა და მიწვევაზე დავეთანხმე..."

"ულ
ამაზესია ბარსელონა ამ დღეს განსაკუთრებით, ვარდებითაა ყველაფერი მორთული და უნებლიედ, პოზიტიური განწყობა გეუფლება. ჩავი ამ დღეს ჩემს სახლთან უნდა მოსულიყო, მომართვა ულამაზესი ვარდი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ტრადიციის მიხედვით, წიგნი ვაჩუქე. გავისეირნოთო. დავთანხმდი და ზღვისკენ წავედით. რა ვიცოდი, კიდევ უფრო მეტზე თუ მომიწევდა იმ საღამოს დათანხმება! უკვე ბინდდებოდა ზღვის პირას გამიყვანა და მკითხა, ცოლად თუ გავყვებოდი..."

უცხოელის თვალი ბევრად უფრო მახვილია და კრიტიკული შეფასებისას. აი, რას ფიქრობს კატალონიელი სიძე ჩვენზე:

"ძალიან მშვიდი ხალხია ქართველები. არაბულ სამყაროსა და ინდოეთში მოსახლეობა ხმაურიანია და დამღლელია იქაურობა. კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები, რადგან შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ნიჭიერი, აქტიური, ლამაზი და ერთგულები არიან; ნამდვილი ოჯახის ქალები. ჩვენ გაუდი გვყავდა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორი, ამიტომ ქართული არქიტექტურით გაოცებული არ ვრჩები, მაგრამ საქართველოში ბევრია ძველი შენობა, რომლებიც მართლა მოსაწონი და დასაფასებელია..."

"კატალონიელს სულაც არ უჭირს იმის აღიარება, რომ მეუღლის სიყვარულის გამო ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს, პატარა ბოსტანიც ქართული წესით აქვს მოწყობილი და პრასსაც ამწნილებს ქილებში ისეთივე მოძველებული წესით, როგორც ამას საქართველოს სოფლებში აკეთებენ..."

ამ საინტერესო წყვილის ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 26 აპრილის ნომერში წაიკითხავთ...


როლანდ ხოჯანაშვილი
tengo
27 აპრილი 2018 13:35
ეს არია საქართველოს დასასრულის დასაწყისი
...
27 აპრილი 2018 11:23
ისე კარტველი კალების კმრებისადმი ერტგულებაზე ცოტა ცჰამეგიმა.
გავაზელი
27 აპრილი 2018 09:08
30 იანვარს პირველად ვნახე, 3 ტებერვალს ხელი მთხოვაო. მალადეც ხავი!
ეს ხუმრობით და სერიოზულად კი სიტკბოს, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს ვუსურვებ ამ ქალბატონს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?