უნიკალური ძეგლი გაურკვეველი მომავლით
უნიკალური ძეგლი გაურკვეველი მომავლით
დუშელ აზნაურ ჭილაშვილთა შთამომავლის, მედეა ჭილაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს გმირ ჭილაშვილთა ისტორია გაცოცხლდა.­ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთიდან სამშობლოში საცხოვ­რებლად დაბრუნებულ გენერალ კონსტანტინე ჭილაშვილს არა მხოლოდ ციხე-დარბაზი გადაუწვა დუშეთში, არამედ ცოლ-შვილიც შიმშილით ამოუხოცა... კონსტანტინე­ ჭილაშვილის მეთაურობით გამ­ოიხსნეს ბულგარეთი თურქეთის მონობისაგან. მამაცმა გენერალმა ბულგარელების ეროვნული სიმღერაც კი შეისწავლა და გადამწყვეტი ბრძოლის წინ სწორედ ამ სიმღერით შეძლო, ბულგარელები საომრად დაერაზმა. მასალები ძმებ ჭილაშვილების შესახებ მოსკ­ოვის არქივიდან გამოითხოვეს და დოკუმენტაცია ქალბატონმა მედეამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.
1973 წელს დუშეთის რაიკომმა ციხე-კოშკის ერთ ფლიგელში სატრაქტორო სადგური გახსნა, მოგვიანებით იქ ჟინვალის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიცია დაბინავდა...

"ჭილაშვილთა სასახლე თითქოს ერთი პერიოდი ფრანგებს უნდა აღედგინათ, მაგრამ... აქაურობა ქარსა და წვიმას მიაქვს და კედლებს შლის. სასახლიდან ჭილაშვილების ვინაობის აღმნიშვნელი აბრაც ჩამოუგლეჯიათ და მის ნაცვლად ახალი გაუკრავთ,
რომელზეც წერია: "არქეოლოგ რამინ რამიშვილის მუზეუმი". რამინ რამიშვილი ჭილაშვილთა სასახლის აღდგენისთვის იბრძოდა და მის ღვაწლს პატივი უნდა მიეგოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზრად არასოდეს მოუვიდოდა, ისტორიული ციხე-დარბაზისთვის საკუთარი სახელი მიეწერა. ეროვნულ მუზეუმში მითხრეს, აბრა, ალბათ, ვიღაცამ თავისი ინიციატივით გააკრაო. შესაბამის ხალხს მივმართე სხვადასხვა სამინისტროში. ზოგმა პასუხი არ გამცა, ზოგმა აბრის აღდგენაზე ტენდერს გამოვაცხადებთო. ამ კურიოზული პასუხის შემდეგ თქვენ მოგმართავთ. გთხოვთ, ჩემთან ერთად ხალხსაც გააგებინოთ, რა ბედი ელის ამ სასახლეს".

მედეა ჭილაშვილი

ქეთევან ჭილაშვილი, დუშეთის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი: - უკვე არსებობს პროექტი - სასახლის აღდგენას მსოფლიო ბანკი დაიწყებს, დუშეთის შესაბამისი სამსახურების თანამონაწილეობით.

- ჭილაშვილების შთამომავლები გვწერენ, რომ დარღვეულია სასახლის ავთენტურობაც: ჩამოგლეჯილია ჭილაშვილების აბრა და მის ნაცვლად გაკრულია: "რამინ რამიშვილის მუზეუმი".

- აბრის ამბავს უსათუოდ გამოვიკვლევთ და ჭილაშვილების აბრასაც აღვადგენთ. ვინც უნდა იყოს ამის ჩამდენი, უნდა ესმოდეს, რომ ისტორიული ძეგლის ავთენტურობის დაკარგვა არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები