"სიჩუმის რეზოლუცია"
"სიჩუმის რეზოლუცია"
25 წლის წინ აქ ომი იყო...

- რომის ქუჩაზე რომ ლამაზი სახლია, არ-ნუვოს სტილში, იქ მინდა, მივიდე, -" მეუბნება ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და თან სახლის ფოტოს მაჩვენებს.
- ზუსტად არ ვიცი, სად არის, მაგრამ მოვძებნოთ, - ვპასუხობ მას. ცნობილი ფოტოხელოვანი საქართველოში მეცხრედ ჩამოვიდა, ფონდ "ევროარტის" ორგანიზებით ის ფოტოალბომისთვის თბილისის ღირსშესანიშნაობებს იღებს.

- მომწონს თბილისის არქიტექტურა, მიდიხარ ქუჩაში და გრძნობ, რომ ამ შენობებს საინტერესო ისტორია აქვთ, ამიტომაც შევარჩიე თბილისი,"- მეუბნება
ორელიენ ვილეტი. ის რამდენიმე წლის წინ ფონდ "ევროარტის" დამფუძნებელ დალი უბილავა დე გრააფს შეხვდა, სწორედ აქედან წამოვიდა რამდენიმე მასშტაბური პროექტის იდეა.

დალი უბილავა დე გრააფი: "აფხაზეთიდან ვარ, ამიტომ აფხაზეთი ჩემი პროექტების სიაში გამორჩეულად ახლო თემაა. ჩემი მთავარი საქმიანობის პარალელურად ვმუშაობ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში, ვხელმძღვანელობ ჰოლანდიურ
ფონდ "არტექოს" და ქართულ ფონდ "ევროარტს".

შარშან, 26 მაისს, ლეიდენის ავტორიტეტულ გალერეა "ზონეში" გავმართეთ აფხაზეთიდან დევნილი 22 მხატვრის ჯგუფური გამოფენა. მაშინ გავიცანი ორელიენ ვილეტი და დავგეგმეთ სექტემბრის გამოფენა. ამას სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება - წელს, 27 სექტემბერს, 25 წელი შესრულდება სოხუმის დაცემიდან. ექსპოზიციაში გამოფენილი ფოტოების სიჩუმეში გარინდებულან მომხიბლავი არქიტექტურული შენობები, არსად ჩანან ადამიანები, მათი ადგილი სარეველასა და მტვერს უკავია, კულტურის ევოლუცია ველური ბუნების ძალით გარდასახულა, ეს არის ევოლუცია რეზოლუციის გარეშე, სავსე სიცარიელითა და სევდით. გამოფენის ექსპოზიცია იქნება განზოგადება მსოფლიოში მიმდინარე უმძაფრესი პროცესებისა: ომების, უბედურებების, დევნილთა პრობლემების შედეგებისა, რომელიც ერთნაირად მტკივნეულია არა მხოლოდ ამ ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად ცივილიზებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის."

ნეტავ როგორ გამოიყურება უნივერმაღი სოხუმში, ან ცნობილი კაფე, თეატრი, ჩემი სახლი"- ეს კითხვები ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღურობის ნაწილია. გამოფენა სახელწოდებით "სიჩუმის რეზოლუცია" სწორედ ჩვენთვის უხილავ და სამწუხაროდ, ხელმიუწვდომელ ადგილებს გვაჩვენებს. ორელიენ ვილეტი ორი წლის წინ დაინტერესდა აფხაზეთით და ის ცნობილი ადგილები გადაიღო, სადაც ერთ დროს ადამიანების ჟრიამული ისმოდა.

ორელიენ ვილეტი: - გალიდან ფსოუმდე ფეხით ვიარეთ, ავტოსტოპებითა და მიკროავტობუსებით. ერთი თვის განმავლობაში რისი შესაძლებლობაც მომეცა, ყველაფერი ვნახე - სოფლები, ქალაქები, ნანგრევებად ქცეული შენობები, მთები, სანაპირო...

- თქვენი თვალით დანახული აფხაზეთი როგორია?

- ტურისტული ადგილების ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა მაინც მარტივი მისახვედრია, რომ 25 წლის წინ აქ ომი იყო. ვფიქრობ, ბოლო 25 წელია აფხაზეთში არაფერი მომხდარა. მიტოვებული ადგილების განახლების შესაძლებლობა არა აქვთ, ჩემი აზრით, დაბომბილი შენობები პეიზაჟში უნდა დარჩეს.
მოხუც ქალს, რომელთანაც ბოლო სამი ღამე გვეძინა, რაიმე პარიზული სუვენირი უნდოდა, თუმცა ისეთი არაფერი აღმომაჩნდა, რაც საფრანგეთს გაახსენებდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ფოსტით გაგზავნა შევთავაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ასეთი სერვისი არ მუშაობს...

გადავიღე ერთი ქართველის სახლი, რომელიც მან 25 წლის წინ მიატოვა და ძალიან აინტერესებდა, ახლა როგორ გამოიყურებოდა. სახლი ნანგრევებში იყო, მაგრამ ისევ იდგა.
მას შემდეგ, რაც აქაურობას დამსვენებლები აღარ ჰყავს, თითქოს ყველაფერი უდაბნოს დაემსგავსა. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა ერთი თვის შემდეგ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი და ცხოვრების ტემპის ცვლილება ვიგრძენი.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები