"მან იცოდა ამის შესახებ" - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ ჭორებზე? - კვირის პალიტრა

"მან იცოდა ამის შესახებ" - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ ჭორებზე?

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "ფაბრიკაში" ისაუბრა წლების წინანდელ ჭორზე, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს რომანი ჰქონდათ.

"პირველად რაც დამაბრალეს, 18 თუ 19 წლის ვიყავი, ერთ-ერთ გავლენიან ფიგურასთან ურთიერთობა იყო, მართლა არასდროს არ შეწყდა ეს ჭორი. ბევრი ადამიანი გვიყურებს, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს მაშინ, როდესაც ეს ჭორი აგორდა. მე ვიყავი პატარა გოგო, მქონდა ჩემი ცხოვრება, მყავდა შეყვარებული, აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი, საიდან აგორდა ის პირველი ტალღა, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, არ ვიცი...

ბოლოს გავიცანი, რა თქმა უნდა და იცოდა ამ ჭორების შესახებ და იცინოდა, ძლივს არ გავიცანი ეს ბავშვიო, რას მერჩიანო", - ამბობს ნინი ბადურაშვილი.

იხილეთ ასევე: "ჩემს შვილს მისი სახელი - ელენე დავარქვი" - რას ყვება ნინი ბადურაშვილი ელდარ შენგელაიას გარდაცვლილ ქალიშვილზე?