"სამნახევარი წლის შემდეგ, სიყვარული აღარ იყო" - რას ამბობს ია ფარულავასთან ურთიერთობაზე ფადი ასლი? - კვირის პალიტრა

"სამნახევარი წლის შემდეგ, სიყვარული აღარ იყო" - რას ამბობს ია ფარულავასთან ურთიერთობაზე ფადი ასლი?

ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე - ფადი ასლი საქმიანობის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ინტერესების შესახებ გულახდილად გვესაუბრა. აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან უყვარს და აქ ცხოვრების განმავლობაში, ბევრი კარგი რამ ისწავლა. განსაკუთრებულ პატივს ქართულ სუფრას სცემს, მოსწონს ბუნება და ქართველების ხასიათი.

ფოტოგალერეა

- წლების წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, პროდუქტის ბიზნესს ვაწარმოებდი: ეს იყო ბანანი, ქათამი, ხორცი და სხვა. რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ვიყავი. 2009 წელს ეს ბიზნესი შევწყვიტე და საკონსულტაციო სფეროში გადავინაცვლე. მასში დაახლოებით 200-მდე ორგანიზაციაა გაწევრებული და აქედან, თითქმის 30 ბიზნესორგანიზაციაა. საქმიანად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და მათთან ერთად განვიხილავთ პრობლემებს. ბიზნესის განვითარების კუთხით სიტუაცია სულ უფრო და უფრო უმჯობესდება.

- 20 წელია, საქართველოში ცხოვრობთ. ამ ხნის განმავლობაში ქართველებიც კარგად გაიცანით და არც ადაპტაცია გაგჭირვებიათ. დღეს რა არის თქვენთვის საქართველო?

- მე ჩამოვედი სახლში - სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა, პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში. ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. დიდი ბებია კავკასიელი მყავდა და როგორც ჩანს, საქართველოს სიყვარული გენეტიკურად გამომყვა. თბილისი შარმიანი ქალაქია და ძალიან მომწონს. ზოგადად, საქართველოს ბუნება შესანიშნავია. ქართველები იმიტომ მიყვარს, რომ აქტიური, ემოციური ხალხია. ზოგჯერ ვხუმრობ, აქ ისიც კი მომწონს, რაც არ უნდა მომწონდეს-მეთქი (იცინის).

- რა თვისება გადმოგედოთ ქართველებისგან?

- დალევა დავიწყე (იცინის). ვისწავლე, როგორ ვთქვა სადღეგრძელო და ვისწავლე ცხოვრებით ტკბობა, როგორც ამას ყველა ქართველი აკეთებს (იცინის). ტრადიციული ქართული ქეიფიც მომწონს! ქართული სუფრით აღფრთოვანებული ვარ, ეს დიდი ფილოსოფიაა, მთელი საუკუნეების ტრადიცია, რასაც პატივს ვცემ. სწორედ სუფრამ შემოინახა ქართული ტრადიციები, იდენტობა და მიუხედავად ამდენი დამპყრობლის შემოსევისა, მაინც იგივე დარჩით.

...

- ქართულ ლიტერატურას თუ იცნობთ?

- ცოტა ხნის წინ ინგლისურად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" მაჩუქეს და ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული დავრჩი!

- ქართული ენის სწავლა გიცდიათ?

- "ჩემი კარტული სიაფანდი" (იცინის). რაღაცები მესმის, თუმცა, ვერ ვსაუბრობ.

...

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? თქვენი რომანები გაუხმაურებელი არ რჩებოდა. წლების წინ, თქვენი და ია ფარულავას სასიყვარულო კავშირის დასრულებაც საზოგადოებისთვის ჩვენი ინტერვიუდან გახდა ცნობილი. როგორ დაახასიათებთ ქართველ ქალებს? ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს "ყოფილებთან"? წყვეტთ კონტაქტს თუ მეგობრულ ურთიერთობას განაგრძობთ?

- ცხოვრებაში სამ ქართველ ქალთან მქონდა ურთიერთობა და თითოეული თავისებურად ფანტასტიკური იყო, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა (იცინის). ქართველი ქალების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ პირადი სივრცე არა აქვთ. ის, რაც შენს სახლში ხდება, მეორე დილით უკვე ყველამ იცის. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ქალები ოჯახზე ორიენტირებულები არიან. მათ ძალიან აღელვებთ, თუ რას იტყვის ხალხი, მეზობელი, ნაცნობი და ა.შ. მე კმაყოფილი ვარ იმით, რა დროც მათთან გავატარე, შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მინდა, შევინარჩუნო, რადგან მიზეზი არ მაქვს, ცუდი ურთიერთობა მქონდეს რომელიმესთან. მაგალითად, იასთან ახლაც ვმეგობრობ. ქალები მას შემდეგ მაფასებენ, როცა ვშორდებით (იცინის).

...

- რა იყო ია ფარულავასთან დაშორების რეალური მიზეზი?

- სამნახევარი წლის შემდეგ, სიყვარული აღარ იყო. იყო დიდი მეგობრობა, მაგრამ არა - სიყვარული. იმ პერიოდში ია თავის სახლს აშენებდა და ძირითადად, ამით იყო დაკავებული, ყოველდღიურად იყო მოთხოვნები ახალი სახლისთვის, ახალი გადასახადები და ამან ურთიერთობა დააზარალა. ეს ყველაფერი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობას კი არა, ბანკირისა და კლიენტის ურთიერთობას დაემსგავსა. ურთიერთობაში ყველანაირი ბალანსი დაცული უნდა იყოს - სიყვარული, მეგობრობა, სოციალური ცხოვრება, დროის ერთად გატარება, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება და ა.შ. მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტით ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებ. თუმცა, იასთან ყოველთვის კარგად ვიყავი. არ მახსენდება, გვეჩხუბოს. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა