"კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს"
"კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს"
ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი ოჯახზე, შვილზე - პატარა გიოზე, მის ინტერესებსა და აღზრდის საკითხებში არსებულ პრიორიტეტებზე, მეგობრებსა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- როგორი დიასახლისი ხართ?
- ამბობენ, რომ კარგი. მიყვარს სამზარეულო და კერძების მომზადება, სტუმრების გამასპინძლება და ა.შ. მეხერხება ეს ყველაფერი. საოჯახო საქმისა და სამსახურის შეთავსება, ჩემი აზრით, რთული სულაც არ არის. მთავარია, გსიამოვნებდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ რამე გინდა, ყველაფერი შესაძლებელია და თუ არ გინდა, საქმე
რომც გქონდეს, მაინც არ გააკეთებ. არის რაღაცები, რაც სავალდებულოა და შეიძლება, გეზარებოდეს კიდეც, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, მაინც გიწევს. როცა ამდენი ადამიანია, ვისაც შეიძლება ასიამოვნო, თუნდაც კერძის მომზადებით, რატომ უნდა დაგეზაროს? მე პროცესიც მიხარია, მსიამოვნებს და შედეგიც, როცა ჩემი გაკეთებულით სხვა კმაყოფილია. რომ გითხრა, 24
საათი ცოცხი მიჭირავს ხელში და ვალაგებ-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ ყოველდღიურ საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მათ შორის, სადილებს. დამხმარე ქალბატონი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდის და სახლს ჩემთან ერთად უვლის.

- ზოგი ამბობს, როცა გავთხოვდი და დამჭირდა, ვისწავლეო. თქვენ გათხოვებამდეც აქტიურობდით ოჯახში?
- მანამდეც ყველაფერი ვიცოდი, უბრალოდ, შეიძლება, რაღაცები გათხოვების მერე უკეთ ვისწავლე, რადგან უფრო ხშირად მაქვს შეხება. ყოველთვის ინიციატორი ვიყავი, რომ რაღაცები მომემზადებინა და გამომეცხო. ბექას ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს და ამას აღნიშნავს. ისე ვაკეთებ, როგორც მას მოსწონს, ბექაზე ვარ "ორიენტირებული". არის ზოგი რაღაც, რაც ბექას არ უყვარს, მაგრამ ისეთნაირად ვაკეთებ, ისეთი ინგრედიენტებით, რომ მანაც სიამოვნებით მიირთვას. მე პრეტენზიული მჭამელი არ ვარ. გაგრძელება
tamuna
15 მაისი 2018 23:34
ყოველთვის მომწონდა ეს გოგო სხეულიც ლამაზი აქვს და სულიც --არაჩვეულებრი ცვი გოგო ხარ გაიხარე
ეხხხ
15 მაისი 2018 14:34
მოდიდან გადასულა ცუდი დიასახლისობა დ.დ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?