"მაღაზიის გამყიდველმა თავის მოკვლა სცადა"
"მაღაზიის გამყიდველმა თავის მოკვლა სცადა"
რამდენიმე დღის წინ ფოთში, არზიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ბავშვებმა ერთსა და იმავე დღეს ტკბილეულის სექცი­იდან ე.წ. შუშხუნა კანფეტის ნაცვლად მილების საწმენდი ქიმიური საშუალება "კროტი" შეიძინეს და მოიწამლნენ. მშობლებმა 9 წლის ლუკა ბუკია და 5 წლის მარიამ ჩხაიძე მწვავე ინტოქსიკაციით ჯერ ფოთის­ კლინიკაში მიიყვანეს, მერე კი რეანიმობილით თბილისში, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჩამოიყვანეს, სადაც ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლუკა ბუკია უკვე შინ გაწერეს, მარიამი კი ისევ საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა
შედარებით მძიმეა... შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლიზა ბუკია, ლუკას ბებია: - იმ დღეს ლუკა მივიდა მაღაზიაში, შუშხუნა კანფეტის ყიდვა უნდოდა. ნახა უცხო შეფუთვის პაკეტი, რომელიც ტკბილეულთან ერთად იდო. "კროტი" აღმოჩნდა... არ ვიცი,
რა უნდოდა­ ტკბილეულთან ამ ნივთიერებას­. ალბათ, არც გამყიდველმა იცოდა, რა იყო, თორემ როგორ მისცემდა ბავშვებს. ისეთი ლამაზი შეფუთვა აქვს, ბავშვი კი არა, ყველა­ შეიძლება შეცდეს. ლუკამ იყიდა, გამოვიდა, გახსნა და უცხო ფერის კრისტალები რომ დაინახა, ეუცნაურა. ორი-სამი დაიდო ენაზე. უცებ აეწვა პირი და მაშინვე­ სისხლი წამოუვიდა. გადაუფურთხებია, ბაბუასთან შევარდნილა და წყლით გამოურეცხავს პირი. კიდევ კარგი, არ გადაყლაპა. სახლში აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, მერე ექიმთან მივედით, რომელმაც თბილისში გაგვიშვა და იცით, რატომ? თურმე იმ დღეს ეს მოწამვლის მეორე შემთხვევა იყო.

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია ვრცლად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
21-05-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-05-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?