"ვნანობ, შემეძლო, მასთან მეტი დრო გამეტარებინა... საყვარელი ადამიანის დაკარგვას არავინ ელოდება..."
"ვნანობ, შემეძლო, მასთან მეტი დრო გამეტარებინა... საყვარელი ადამიანის დაკარგვას არავინ ელოდება..."
კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის - ნოე სულაბერიძისთვის ის დაუვიწყარი ადამიანია, ვინც დღეს მის გვერდით აღარ არის და ვის გამოც ნოეს სიცარიელისა და ძლიერი მონატრების შეგრძნება არ ტოვებს...

- ჩემთვის დაუვიწყარი დედაჩემი ლილი შავერზაშვილია. ცოტა დროა გასული, რაც ჩემ გვერდით აღარ არის. ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი საკმაოდ მძიმეა. უბრალოდ, შინაგანად სულ ვცდილობ, მის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ის ყველაზე მეტად მაკლია. ყველაზე ღირებული ადამიანი იყო ჩემთვის. გული მარტო იმაზე
მწყდება, რომ ძალიან ბევრი რამ ვერ მოვასწარი, ბევრი კითხვა დამრჩა უპასუხოდ. ეს ძალზე პირადულია... ალბათ, ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ტვირთია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ატარო. მონატრება არ ნელდება, პირიქით - უფრო და უფრო ძლიერდება... დედა ყველას მიმართ კეთილგანწყობილი გახლდათ. ის 77 წლის
ასაკში წავიდა ჩვენგან - მიზეზი ინსულტი იყო... ძალზე ფრთხილი იყო. რადგან დედისერთა გახლდით, სულ ნერვიულობდა და ჩემზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. მისთვის "გვიანი" შვილი ვიყავი. დედას, რომელსაც შვილი უყვარს, თავისი პირმშო სულ ედარდება - ამას ყოველ წუთს ვგრძნობდი და ყოველ წუთს გამოხატავდა. ვნანობ, რომ შემეძლო, მასთან მეტი დრო გამეტარებინა, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა და ვერ მოვახერხე. საყვარელი ადამიანის დაკარგვას არავინ ელოდება - ეს ყველასთვის მოულოდნელია... რის გამო მსაყვედურობდა? მწეველი ვარ და დედა ამაზე სულ მსაყვედურობდა - სიგარეტს ნუ ეწევიო... გაგრძელება
ნატა
17 მაისი 2018 10:52
ვიზიარებ ნოე საყვარელი დედის გარდაცვალებას,უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,შენ კი გამძლეობას გისურვებ ამ მძიმე პერიოდში.
meri
16 მაისი 2018 21:50
მესმის თქვენი,რაც დრო გადის უფრო მეტად გვენატრება საყვარელი ადამიანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?