სახლს მეხი დაეცა და ცეცხლი წაეკიდა - კვირის პალიტრა

სახლს მეხი დაეცა და ცეცხლი წაეკიდა

ტყიბულში, ცირეკიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სახლს მეხი დაეცა და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს.

"ინტერპრესნიუსი"