"ვაიმე, თავი მოგვეჭრა....არ ვართ ფუფუნებაში!"- როგორ ცხოვრობენ პრეზიდენტი და პირველი ლედი დუშეთში? - კვირის პალიტრა

"ვაიმე, თავი მოგვეჭრა....არ ვართ ფუფუნებაში!"- როგორ ცხოვრობენ პრეზიდენტი და პირველი ლედი დუშეთში?

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგელაშვილსა და პირველ ლედის მაკა ჩიჩუას "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" დუშეთში ესტუმრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ფუფუნებაში არ ცხოვრობენ. თავად ანა მარგვლავილმა თქვა, რომ მამის გაპრეზიდენტების შემდეგ მოექცნენ ყურადღების ქვეშ და სურს ამ ყველაფრისგან დასვენება. რაც შეეხება პირველ ლედის ის თვლის, რომ მისი და პრეზიდენტის სიყვარული წახნაგოვანი გახდა და ძალიან უფრთხილდებიან ამ გრძნობას.

"47 წლის გავხდი დედა და ამაზე სულ მახსენდება, რომ ასაკში სირცხვილად მიაჩნდათ ბავშვის გაჩენა...თომა, რომ გაჩნდა ის ოთახი გადავტიხრეთ, სადაც სულ თემო თამაშობდა და ასე მივუჩინეთ თომას ადგილი. პატარაა ეს სახლი ამდენი ხალხისთვის," - აღნიშნა საუბარში მაკა ჩიჩუამ.

წაიკითხეთ ასევე: "სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..."