როგორ აღნიშნავენ "ქართველი ფაშისტები" ოჯახის სიწმინდის დღეს?
როგორ აღნიშნავენ "ქართველი ფაშისტები" ოჯახის სიწმინდის დღეს?
მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" წარმომადგენლები ქაშვეთის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი უერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღეს. მათივე განმარტებით, ისინი არიან "ქართველი ფაშისტები". მათ უკეთიათ სამკლაურები ბორჯღალისა და ჯვრის გამოსახულებით და როგორც თავად განმარტავენ, "ეს არის საქართველოს ორი კულტურის ერთიანობა - პრექრისტიანული და ქრისტიანული".

"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვმართავთ მსვლელობას, მივდივართ ეკლესიაში, რომ დავანთოთ სანთლები", - აცხადებს მსვლელობის ლიდერი ბექა ლოლაშვილი.

ისინი მსვლელობისას სკანდირებენ
- "გამარჯვება დიდებას" .

მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" წარმომადგენლები მსვლელობის შემდეგ აპირებენ გმირთა მოედანზე გადაინაცვლონ, სადაც, მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ქართველი ვეტერანები შიმშილობენ. მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ამ ფორმით ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე ვეტერანებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
21-05-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-05-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?