"არც კადიროვს გამოვუგზავნივართ და არც ნეოფაშისტების იდეებს ვიზიარებთ" - როგორ აღმოჩნდნენ პანკისელი ბიჭები კონტრაქციაზე?
"არც კადიროვს გამოვუგზავნივართ და არც ნეოფაშისტების იდეებს ვიზიარებთ" -  როგორ აღმოჩნდნენ პანკისელი ბიჭები კონტრაქციაზე?
"ვაინახები კონტრაქციაზე" - ამ წარწერით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს ჩვენში დიდი აურზაური მოჰყვა. ვინ წერდა, რომ კადიროვის გამოგზავნილი ახალგაზრდები იყვნენ ასახული, ვინ აცხადებდა, რომ ქართველების გასალახად ფული ჰქონდათ აღებული და ა.შ. მოგეხსენებათ, როცა გაურკვევლობის ბურუსია, იქ უამრავი ჭორიც ჩნდება.
თუ ვინ არიან სინამდვილეში ამ ფოტოზე და როგორ აღმოჩნდნენ კონტრაქციაზე, ამის შესახებ ლევან გურჩიანი გვესაუბრება...

- მე ვარ ლევანი გურჩიანი, აფხაზეთიდან, კერძოდ, კოდორიდან... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით წამოვედით თბილისში.
სპორტსმენი ვარ - ვჭიდაობ.

როდესაც ვნახე ვიდეო, თუ როგორ ცეკვავდა გოგონა 9 აპრილის მემორიალზე, მომინდა, რომ მემორიალთან სანთელი დამენთო და ამით 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის პატივი მიმეგო. ამის შესახებ ჩემმა პანკისელმა მეგობრებმაც გაიგეს და გადაწყვიტეს რომ გვერდში დამდგომოდნენ.
ძალიან მშვიდობიანად მივედით იქ, თუმცა არ მოგვცეს
მემორიალთან მისვლის უფლება და პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდა. ზუსტად იმ დროს იქვე გამოჩნდნენ ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები და მათი მხარდამჭერები. ჩვენც ძალაუნებურად მათ გვერდით აღმოვჩნდით კონტრაქციაზე, თუმცა, მე და ჩემს პანკისელ მეგობრებს, აზრადაც არ მოგვსვლია ვინმეს წინააღმდეგ ან ძალა გამოგვეყენებინა, ან რამე სახის აგრესია გამოგვეჩინა.


აქციის მიმდინარეობისას გადავიღეთ ერთობლივი ფოტო, რასაც ხალხში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ჩვენ კადიროვის გამოგზავნილები ვიყავით, ამბობდნენ რომ ფული გადაგვიხადეს, რათა ქართველები გაგველახა, რომ თითქოს პუტინის მონები ვართ, იყო კომენტარები, რომ აფხაზეთის ომში ჩეჩნები ქართველებს თავებს აჭრიდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, რაშიც ამ ახალგაზრდებს ადანაშაულებენ...

არადა, მათ შორის ყველაზე დიდი 19 წლისაა. მამების და ბაბუების ცოდვებზე შვილები არ უნდა აგებდნენ პასუხს, განა პანკისი საქართველო არ არის? განა იქ საქართველოს მოქალაქეები არ არიან? ისინი ქართველების გვერდით იზრდებიან და ძმობა აკავშირებთ მათთან. ჩვენ მათ ძალიან ვუყვარვართ, ამიტომაც გვიდგანან გვერდში.

- შეკითხვები დროშის გამოც გაჩნდა...

- დროშებს რაც შეეხება, ეს ფოტო გადავიღეთ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენსავე ისტორიას დარჩენოდა. სამწუხაროდ, არ გვქონდა  საქართველოს დროშა, მაგრამ რაც გვქონდა ის გავშალეთ. შემდეგ ეს ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, რასაც მოჰყვა პანიკა, სრული განგაში, ქაოსი, აუარებელი გაზიარება და გამოხმაურება... რადგან ფოტოს ვიღებდი პანკისელ მუსულმანებთან, მეც ვფიქრობ, რომ ღმერთი ერთია, ვინაიდან და რადგანაც სხვა ჟესტი არ ვიცი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი ერთია, ამიტომ ავწიე თითი. სხვა დატვირთვა ამ ქცევას არ ჰქონია.

- თქვენც იქ იდექით, საიდანაც ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა...

- რაც შეეხება ნეონაცისტურ ორგანიზაციას, მათთან არაფერი გვაკავშირებს. ჩვენ ჩვენი მიზანი გვქონდა! უბრალოდ ისე მოხდა, რომ მათთან ერთად აღმოვჩნდით. როგორც ზემოთ გითხარით, თითქმის არც ერთ საკითხებში მათ მოსაზრებას არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები!

არც სამოქალაქო გვარდიაში თუ მსგავს ორგანიზაციებში არ ვართ და არც გაწევრებას ვაპირებთ. ჩვენ ვართ, რიგითი ქართველები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, ჩვენ არც აქციაზე მდგომებს ვერჩით, უბრალოდ, რაღაც საკითხებში არ ვეთანხმებით, ეს არის და ეს. შედეგს რაც შეეხება, ჩვენ არც არავის დაშლას, არც არავისთან ჩხუბს და მსგავს ძალადობრივ სისულელებს არ ვაპირებდით... მოკლედ, არც კადიროვს გამოვუგზავნივართ და არც ნეოფაშისტების იდეებს ვიზიარებთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)


სტატუს ქუო
18 მაისი 2018 10:14
შეგნებულ მოსახლეობას გვიყვარხართ,ასე გააგრძელეთ,საქართველოს დაჩაგვრის უფლება არავის მისცეთ.
ედუარდ ზარანდია
18 მაისი 2018 01:39
წიქარიშვილი წინა ხაზზე უნდა გაუშვათ.....როგორც სტალინი უშვებდა შტრაფნიკებს...... ეგ ისე ხუმრობით...ხუმრობაში მესამედი სიმართლეა...
სოსო
17 მაისი 2018 20:46
მანამ ამერიკელებს არ გავყრით საქართველოდან სიმშვვიდე არსოდეს არ იქნება და ქვეყანა განუვითარებელი დარჩება, რაც იანკების მიზანია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?