"მამაკაცი ჩემგან არასოდეს წასულა" - კვირის პალიტრა

"მამაკაცი ჩემგან არასოდეს წასულა"

"სრულყოფილი ბედნიერებისთვის აუცილებელია, ქალს გვერდით ჰყავდეს მამაკაცი და პირიქითაც ასეა - მამაკაცსაც სჭირდება ქალი ბედნიერებისთვის", - ამბობს მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი და იქვე დასძენს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და ცხოვრების ბოლომდე მიგყვება.

- ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- დიახ, ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ. ქალსაც და მამაკაცსაც სურთ, რომ ურთიერთობა თავად მართონ და აქ ეჯახებიან ერთმანეთის ინტერესებს. ამიტომ ზოგიერთ მამაკაცს შედარებით სუსტ ქალებთან ურთიერთობა მოსწონს... თუმცა, განათლებულ, ძლიერ მამაკაცს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ქალი არა მგონია, მოეწონოს.

- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

- ვფიქრობ, შინაგანად, ბუნებით ძლიერი ადამიანი ვარ და ყველაზე ცუდ პერიოდში, საკუთარი სიძლიერის წყალობით წონასწორობას ყოველთვის ვინარჩუნებ, იმედს არასდროს ვკარგავ... "ყველაფერი კარგად იქნება", - ამ სიტყვებს არასდროს ვივიწყებ. სუსტი მხარეებიც მაქვს, თუმცა არასდროს ვავლენ, ჩემშია და ვერავინ ვერასდროს დაინახავს.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- ჩემი სიძლიერე ჩემი ხასიათია, რომელიც არასდროს მაძლევს ცუდად ყოფნის საშუალებას და ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავალს იოლად მაპოვნინებს. წუწუნი და თვითგვემა არ მჩვევია.

- როგორ ფიქრობ, კაცი "ოჯახისთავი" უნდა იყოს?

- იცი რა, თავი იყოს კაცი და კისერი ქალებმა დავიტოვოთ, საითაც გვინდა, იქით მივატრიალოთ (იცინის) - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. არ ვეთანხმები "მთავრობულ" ოჯახებს, სადაც მამაკაცის მითითებით უნდა გადაწყდეს ვინ, სად, როდის უნდა წავიდეს, რა ჩაიცვას, რა ჭამოს და ა.შ. ოჯახში ყველაფერი შეთანხმებულად უნდა ხდებოდეს. უფროს-უმცროსობაზე კი არა, იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს და როგორ შეინარჩუნონ იდილია. გაგრძელება