"არ შეეძლო, არ წაემღერა, მაშინაც კი, თუ რაღაც არ მოსწონდა"
"არ შეეძლო, არ წაემღერა, მაშინაც კი, თუ რაღაც არ მოსწონდა"
რაღაცნაირად აგვეწყო ურთიერთობა... რომ დავურეკავდი, მომიკითხავდა, პასუხის გაცემაც მიკიბ-მოკიბვის გარეშე იცოდა. ახლაც ინტერვიუზე ვიყავით შეთანხმებული, მაგრამ აღდგომიდან მოყოლებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენჯერმე გადავდეთ. ბოლოს რომ დავრეკე, ქალბატონმა მიპასუხა, ორ დღეში კი ყველასათვის საყვარელი მსახიობი და რეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა, 83 წლისა...

რამდენიმე ათეული როლი განასახიერა და რვა ფილმი­ გადაიღო, თუმცა, "ფეოლა" მისი უდიდესი სიყვარული იყო. ერთხელ ინტერვიუში მითხრა: "ბედნიერი ვარ, რადგან­ მთელისიცოცხლე ვემსახურებოდი იმ საქმეს, რომელიც მომწონდა. უსიამოვნებაც შემხვედრია, მიბრძოლია
კიდეც, ხან გამმართლებია, ხან - არა, მაგრამ არაფერს ვნანობ... მხოლოდ იმას ვნანობ, ოჯახი რომ არ შევქმენი"...

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: "უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. არ დამავიწყდება,­ თუკი რამე მჭირდებოდა, ენცი­კლოპედიაში კი არ ვიხედებოდი, ბაადურს ვურეკავდი. ყველაფერი იცოდა...
არ შეეძლო, არ წაემღერა, მაშინაც კი, თუ რაღაც არ
მოსწონდა. ასაკში შესული, როდესაც მანქანიდან გადმოდიოდა და ამ დროს ან მუხლი სტკიოდა, ან ფეხს მძიმედ ადგამდა, წამოიძახებდა: "ჰოპლაა!"

გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე მივედი საავადმყოფოში. ათასი რამე გავიხსენეთ, ბევრი ვიც­ინეთ. ბოლოს რომ ვნახე, უკვე აღარ ესმოდა. ლოყები ჩასცვენოდა, მძიმედ სუნთქავდა... იმ დღეს გარდაიცვალა სწორედ"...

ელდარ შენგელაია, რეჟისორი: "ჩვენი მეგობრობა მოსკოვიდან დაიწყო. ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში. "არაჩვეულებრივ გამოფენას" რომ ვიღებდი, თითქმის სულ ერთად ვიყავით. მერე "ფეოლაზე", სამხატვრო ხელმძღვანელად ამიყვანა. ბაადურის სახით ქართულ კინოსა და კულტურას არაჩვეულებრივი ადამიანი გამოაკლდა."

გოგი დოლიძე, კინომცოდნე: "ნიჭიერი და გულწრფელი კაცი იყო. მისი "ფეოლა" ისეთი ფილმია, რომელ ქვეყანაშიც გინდა, წაიღე და აჩვენე. ყველასთვის გასაგები და საყვარელი ხდება ნახვისთანავე. ინტონაციები ჰქონდა თავისებური, მხოლოდ გურულ კაცს რომ შეუძლია, ისეთი. ყურს სიამოვნებდა, როცა ვუსმენდი. დამწყდა გული, ასეთი ადამიანი რომ გამოგვაკლდა."

ბუბა კიკაბიძე, არტისტი: "ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. სტუმართმოყვარე, წიგნის მოყვარული და კარგი მსახიობი. მოსმენა უფრო უყვარდა, ვიდრე საუბარი. ძალიან მოწესრიგებული კაცი გახლდათ, მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო."

ბუბა ხოტივარი, რეჟისორი: "კი იყო უკვე მოხუცი, მაგრამ ამავე დროს, ბავშვივით კეთილი, ღიმილით და იუმორით აღსავსე. მისი გამოცდილება ძალიან დაეხმარა ქართულ კინოს ფეხზე დადგომაში. მასთან არასდროს მოიწყენდი. რაღაცას რომ ჰკითხავდი, ჯერ იუმორით გიპასუხებდა და მერე გაგცემდა სერიოზულ პასუხს. სხვათა შორის, ასეთი პასუხი უფრო გამახსოვრდებოდა".

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი: "ფეოლას" გადაღებისას გავიცანი. მთელი ზაფხული ერთად ვიყავით. ბათუმში მიმდინარეობდა გადაღებები. შესვენებების დროს ის და იპოლიტე ხვიჩია ნარდს რომ თამაშობდნენ, ისე ყვიროდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა... ნიჭიერი კაცი იყო, ადვილად შემოდიოდა კონტაქტში. არ ყოფილა ამბიციური, რაც სხვა რეჟისორებს ახასიათებთ. ბოლომდე აქტიურად ცხოვრობდა. ბრწყინვალე ადამიანი იყო. სანამ კინო იარსებებს, ბაადურ წულაძის სახელი ყოველთვის იქნება."

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი: "ძალიან აქტიური, დინამიკური, საზოგადოებრივი ინტერესებით სავსე ადამიანი გახლდათ. ბაადურის და მისი და ლედის ურთიერთობა არის მაგალითი დაძმური სიყვარულისა. ერთმანეთს მხარში ედგნენ. დიდი სითბო იკითხებოდა მათ ურთიერთობაში. დავკარგეთ ღირსეული ადამიანი და უნიჭიერესი ხელოვანი."

ბაადურ წულაძე 17 მაისს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

"ბურიდანელის ვირივით ვიყავი"

ბაადურ წულაძე: "ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დიდი გრძნობა არ ყოფილა... რასაკვირველია, ახლა ვნანობ... ერთხელ ერთ ჟურნალისტს ხუმრობით ვუთხარი, ბურიდანელის ვირივით ვიყავი-მეთქი. ვერ მიხვდა და პურიტანელი დაწერა. ბურიდანელ გლეხს ერთი ვირი ჰყავდა. პატრონმა მარჯვნივ და მარცხნივ თივა დაუწყო და თავის გზაზე წავიდა. ვირმა აქეთ-იქით იყურა, იყურა და ამ ფიქრში შიმშილით მოკვდა. ალბათ, ასე ბურიდანელის ვირივით ვიყავი... თუმცა, სხვა უამრავი ფაქტორიც იყო - არ ვიყავი თბილისში ჩაწერილი, არ მქონდა შტატი და დაოჯახებაზე როგორ მეფიქრა?! თან სულ გადაღებებზე ვიყავი: რუსეთი, ყაზახეთი, ლატვია... ამ საკითხს სულ სამომავლოდ ვდებდი და რა გამოვიდა?! სტუდენტებსაც სულ ვეუბნები, რომ საქმე ხვალისთვის არასოდეს გადადონ. გააკეთე ახლა, თორემ თუ ერთხელ გადადე, მერე ამგვარ ყოფას შეეჩვევი."

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები