რატომ დატოვა "ჩემი ცოლის დაქალები" "ბარბარიკამ" და ვინ ჩაანაცვლებს მსახიობს - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა "ჩემი ცოლის დაქალები" "ბარბარიკამ" და ვინ ჩაანაცვლებს მსახიობს

მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელია სერიალი დატოვა. მან შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა და მაყურებელს დაემშვიდობა. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"New is always better ... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative- ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ

წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.

უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა ის გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.

ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია,"- წერს მსახიობი.

"სიყვარულის გამო, ერთხელ დავკარგე თავი" - რა აკავშირებს უგულავასა და სხვა პოლიტიკოსებთან "ბარბარე მანტკავას"?!

"გურამის შვილი - ირაკლი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. რაც თავი მახსოვს, გურამ დოჩანაშვილიც მახსოვს"