1918 წლის 26 მაისს ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი - საჩუქარი გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველს - კვირის პალიტრა

1918 წლის 26 მაისს ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი - საჩუქარი გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველს

"1918 წლის 26 მაისს, კვირას, 16:50 საათზე, შეიკრიბა ეროვნული საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი (ამ დროს სასახლის გარეთ ზღვა ხალხი იყო შეკრებილი). ეროვნული საბჭოს ტრიბუნაზე ადის ნოე ჟორდანია და ზუსტად 17:10 საათზე იწყებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვას. ეს იყო ზეიმის ზენიტი. დამსწრენი ფეხზე წამომდგარი უსმენენ აქტის გამოცხადებას. ყოველ დებულებას ოვაციით ხვდებიან. მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიამ დაასრულა დამოუკიდებლობის აქტის კითხვა, საბჭოს წევრებმა მოითხოვეს დოკუმენტის მოსახლეობისთვის გაცნობა შეძახილებით: "ხალხს მივულოცოთ, ხალხს". ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი გავიდა სასახლის აივანზე და ხალხს წაუკითხა დამოუკიდებლობის აქტი. პროსპექტზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ერთმანეთს ულოცავდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ისმოდა მუსიკის ხმა, შეძახილები: "საქართველოს გაუმარჯოს!", - ჰყვება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

გამოცემა საინტერესო სტატიას უძღვნის პირველი რესპუბლიკის ასწლოვან იუბილეს და მკითხველს საჩუქრად დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის დედანის ასლს სთავაზობს.

მოკლედ, ჩვენს მკითხველს აქვს შესაძლებლობა, 21 მაისის ნომერთან ერთად იხილოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი. ის ციურიხში, ქართველოლოგ ლეა ფლურის არქივში ინახებოდა და საქართველოში გურამ და გიორგი შარაძეებმა ჩამოიტანეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! სტატია წაიკითხეთ 21 მაისის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად