"ნებისმიერ მამაკაცს მოვხიბლავ" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერ მამაკაცს მოვხიბლავ"

"მამაკაცებს აქვთ თვისება, ყველაფერი გააფუჭონ..."

მსახიობი ნინი ონიანი თავს ძლიერ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს. მისთვის ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა სირთულეს არ წარმოადგენს. თვლის, რომ დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება, ამიტომ დეპრესიაში არასდროს ვარდება და თვითგვემასაც არასდროს განიცდის.

- ძლიერი ქალი სუსტ მამაკაცს აშინებს. ძლიერ მამაკაცს გვერდით ძლიერი ქალი სჭირდება და პირიქით... თუმცა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი გულწრფელად უყვარს, ურთიერთობა დაბალანსებულია და არც სუსტია გამოკვეთილი, არც - ძლიერი.

- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

- ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ. არასოდეს მაშინებს სირთულეები და გამოწვევები. არ გავურბი პრობლემებს, არასდროს ვარ დეპრესიული, ჩაკეტილი და შეშინებული. შიში ჩემგან შორს არის... რაც შეეხება სისუსტეს, მთავარია, ჩემს შვილს არ შეეხოს რაიმე არასასიამოვნო - ასეთ დროს სხვა ადამიანი ვხდები.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- ყოველთვის ძლიერ ნოტაზე ვარ (იცინის). სისუსტე, მოთქმა, გოდება ჩემი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გვინდება ვიყოთ სუსტები, თუმცა როდესაც კონკრეტული მომენტი დგება, დიდხანს არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ასეთ მდგომარეობაში დავრჩე. გათავისებული მაქვს, ცხოვრება სულ ია-ვარდით არ არის მოფენილი, არც სულ აღმართია, ზოგჯერ დაღმართზეც გვიწევს სიარული. მთავარია, ადამიანმა იმ დონის სისუსტე არ გამოიჩინო, რომ შეეგუო შენი ცხოვრების დაღმასვლას და არაფერი გააკეთო აღმართზე ასასვლელად.

- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი?

- ოჯახის თავი არ ვიცი, რას ნიშნავს... როდესაც კაციც და ქალიც ლიდერია, იქ არის ჭეშმარიტი ურთიერთობა და ურთიერთგაგება. ჩემთვის მიუღებელია, როცა ოჯახში ერთი ადამიანის მინიშნებით კეთდება ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კაცია თუ ქალი. ჩვენ თანასწორუფლებიანი ვართ... ოჯახის თავსა და "ბოლოზე" საუბარი სასაცილოა XXI საუკუნეში, თუმცა, სამწუხაროდ გვიწევს... გაგრძელება